მსოფლიოს ყურადღების ქვეშ სამხრეთ აფრიკის რეგიონი მოექცა. მოსავლის აღების სეზონი სამხრეთ აფრიკაში აპრილის თვეში იწყება, არსებული გვალვების გამო პროგნოზირებენ, რომ წელს მოსავალის ისტორიულად ყველაზე დაბალი პრეცედენტი დაფიქსირდება.
მალავში, სამხრეთ აფრიკისა და ზიმბაბვეში მარცვლეულის დეფიციტია მოსალოდნელი. ფიქრობენ, რომ დაახლოებით, ოც მილიონზე მეტ ადამიანს უკვე შეზღუდული აქვს საკვებზე წვდომა. მომავალი წლისთვის ამ ადამიანებთან ერთად კიდევ მილიონობით იქნება შიმშილისა და ცუდი კვების ზღვარზე.
შიმშილობა არის კარგი ილუსტრაცია იმისა თუ, როგორი სერიოზული დარტყმა შეიძლება მიაყენოს ბუნებამ ღარიბ სახელმწიფოებსა და ადამიანებს. ეკონომისტის სტეფან დევერუქსის შეფასებით, მარტო მე-20 საუკუნეში 70 მილიონი ადამიანი დაიღუპა შიმშილობით. დღესდღეობით, ტექნოლოგიური პროგრესის ერაში ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ წინასწარ, როდის და რა სიძლიერის კატაკლიზმებია მოსალოდელი. „ამ სასოფლო-სამეურნეო მოსავლის „დაავადებებისგან“, რომლებიც იწვევენ შიმშილობას, თავის არიდება შესაძლებელია“ – განაცხადა ეკონომისტმა.
აფრიკის კონტინენტზე მოსალოდნელი შიმშილობა საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ უკვე მოექცა, თუმცა მთავარია რომ ის კლიმატოლოგების, აგრონომებისა და ეკონოისტების დღის წესრიგში მოხვდეს.
გლობალური მონიტორინგის ცენტრებიდან, ისეთი როგორიცაა famine Early Warning Systems Network (FEWS) იუწყება, რომ შიმშილობა მოსალოდნელია, დაახლოებით, 6 თვეში. ბევრი სხვადასხვა ორგანიზაცია რეგულარუად ატარებს საკვების მიღების რაოდენობასთან დაკავშირებით მონიტორინგს. FEWS შეერთებული შტატებში არსებული ხუთი ასეთი სააგენტოს გაერთიანებაა. გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მოსალოდნელ საფრთხეზე ანგარიშს ამზადებს.
კრიტიკული სიტუაციაა მალავში, სადაც ნალექის სიმცირის გამო ყველაზე მეტ 2,8 მილიონ ადამიანს ემუქრება შიმშილი, ასეთივე მდგომარეობაა მადაგასკარშიც, სადაც 1.9 მილიონი ადამიანი საკვების უკმარისობას განიცდის.
ორგანიზაციების ანალიზში ნათქვამია, რომ ამ რეგიონებში გვალვა 50 დღეზე მეტხანს გაგრძელდა. სურსათის უსაფრთხოების ანალიტიკოსის, ქრისტოფერ ჰილბრუნერის თქმით, ხვალაც რომ იწვიმოს გაუთავებლად ორი თვის განმავლობაში, მარცვლეული მაინც ვერ გადარჩება.
მარცვლეული ამ რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური, თუ საარსებო წყაროა. მოსავლის ზრდის სეზონი იწყება ოქტომბერსა და დეკემბრის შუა პერიოდში. ფერმერები მარცვლეულს აპრილისა და ივლისის შუაში იღებენ. ნებისმიერი სახით ამ ციკლის დარღვევა იწვევს სასოფლო სუბსისტემის რღვევას, რითიც ზარალდებიან ფერმერები, რომლებიც კარგავენ საკვებ წყაროს და ასევე ქალაქში მცხოვრებლები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან სოფლის მეურნეობაზე.
აუცილებელია, რომ ადგილობრივი მთავრობები და ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესების მოგვარებაში. ყველას კარგად ახსოვს 2011 წელი, როდესაც ნახევარი მილიონი ადამიანი გარდაიცვალა სომალიში შიმშილობის გამო, მსოფლიომ დაგმო და გააკრიტიკა მთავრობა დაგვიანებული მოქმედებებისთვის. უნდა ითქვას ისიც, რომ აფრიკის ზოგიერთ რეგიონში არსებული სამხედრო დაპირისპირებები მთავარი ბარიერია პრობლემის მოგვარების პროცესში.
worldometers.info–ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, არასაკმარისად 776 მილიონი ადამიანი იკვებება, შიმშილობის მიზეზით კი მსოფლიო მასშტაბით, დღევანდელ დღეს 28 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.
წყარო: weforum.org
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე