2011 წლის რაუნდის საერთაშორისო შედარებების პროგრამის (2011 International Comparison Program) დასკვნითი ეტაპის განხორციელებისთვის, საქსტატში 15-19 ივლისის სამუშაო ვიზიტით სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები და მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებული ექსპერტები იმყოფებიან.
საერთაშორისო შედარებების პროგრამის 2011 წლის რაუნდში მსოფლიოს 200 ქვეყანა მონაწილეობს. პროგრამის მიზანია მონაწილე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტების შედარება ვალუტების მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის (Purchasing Power Parity) გათვალისწინებით.
საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო შედარებების პროგრამაში ხორციელდება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ორმხრივი შედარების გზით.
საერთაშორისო შედარებების პროგრამის საბოლოო შედეგები 2013 წლის ბოლოს იქნება ცნობილი.
19.07.13