შპს “სტუდია მაესტროს” გაკოტრების პროცესი შეწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, “მაესტროს” კრედიტორთა პოზიციის გათვალისწინებით მოსამართლემ მიიღო.
კრედიტორთა უმეტესობამ “მაესტროს” გაკოტრების პროცესის შეჩერებას მხარი დაუჭირა, რამდენიმემ თავი შეიკავა, რამდენიმე კი წინააღმდეგი წავიდა.
კრედიტორებს არხის გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ ყველა ვალის დაფარვის პირობა მისცა.