ქართველი ჟურნალისტები ირანში, თავრიზის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მუჰამედ ანვერს შეხვდნენ, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქვეყნის სულიერი ლიდერის წარმომადგენელია.
მან რელიგიების ურთიერთობასა და ბოლო პერიოდში არსებულ სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ირანის შესახებ არასწორი შეხედულებები არსებობს.
,,ბევრს ჰგონია, რომ ირანში სხვა რელიგიისა თუ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ებრძვიან, რაც ძალიან არასწორია. ჩვენთის უპირველესი რამ არის ის, რომ ირანის მოქალაქეობა გვაერთიანებს და მერე მოდის რელიგიაც, ეროვნებაც და ყველაფერი.“
მუჰამედ ანვერის თქმით, ქვეყანაში უამრავი აღმსარებლობისა თუ ეროვნების წარმომადგენელს შეხვდებით. არიან – სუნიტები, იუდეველები, ქრისტიანები, გრიგორიანელები. ქვეყანაში 300 000-მდე ქრისტიანი ცხოვრობს და დედაქალაქში მეჩეთზე მეტი – 37 ეკლესიაა, მათი ნაწილი დღემდე მოქმედებს. აქვე, მისი თქმით, არსებობს მართლმადიდებლური ეკლესიებიც, თუმცა, მათი უმეტესობა ისპაჰანშია ( ფერეიდანი).
,,მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს წინასწარმეტყველს – მუჰამედს, როცა პირველად დაიწყო ქადაგება და მას დევნა დაუწყეს, პირველი დახმარება ეთიოპიელმა ქრისტიანებმა აღმოუჩინეს.ეთიოპიის მეფემ ის შეიფარა, როცა საუდის არაბეთიდან განდევნეს. მან უფლება მისცა მუჰამედს ქვეყანაში სხვა გამოქცეულ მუსლიმებთან ერთად დარჩენილიყო და თავისი რელიგიის პროპაგანდა გაეწია. არც საუდის არაბეთს დასთანხმდა, რომ ისინი გადაეცა მათთვის. ეს ჩვენი მეგობრობის პირველი მაგალითია, სწორედ ამ გზის გაგრძელება გვინდა ახლა. ისლამი არათუ წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანობასთან, არამედ თანხვედრაშია“ – აღნიშნა მუჰამედ ანვერმა.
როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქვეყნის სულიერი ლიდერის წარმომადგენელმა განაცხადა, საამაყოა, რომ პარლამენტში სხავადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები მრავლად არიან – მათ შორის, ებრაელებიც.
,,ჩვენ ძალიან გვსურს კავკასიასთან და საქართელოსთან მჭიდრო კავშირში ყოფნა, სწორედ ამიტომ, დავამატეთ კავკასილოგიის მიმართულება და თვე-ნახევარში ქართული აუდიტორიის გახსნასაც ვგეგმავთ“ – აღნიშნა მუჰამედ ანვერმა.
იგი სანქციების თემასაც შეეხო და თქვა, რომ სანქციების მოხსნით, ქვეყნებს მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების დამყარების საშუალება მიეცემათ.
,,ჩვენ არასდროს დაგვიკეტავს კარი და არც არასდროს ვაპირებთ ამას“ -აღნიშნა მუჰამედ ანვერმა.
ნატალია ჯალაღონია