გუშინ საღამოს პრემიერი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთში აკრედიტირებულ უცხოელ ელჩებს ვახშამზე შეხვდა და მათთან საუბარში მთავარი ყურადღება, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს დაუთმო.
მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა დასავლეთი ეგვიპტეში მომხდარი სამხედრო გადატრიალებისადმი ლოიალური და ამბივალენტური დამოკიდებულების გამო.
“რატომღაც დასავლეთმა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ხმა არ ამოიღო ეგვიპტეში სამხედრო ხუნტის მოქმედებაზე, პირიქით მხარდაჭერაც კი აღმოუჩინეს, როცა მარტო თურქეთი იცავს ეგვიპტელი ხალხის ნებას და დემოკრატიულ და გამჭვირვალე არჩევნებზე არჩეული მურსის დაბრუნებას ითხოვს“, განაცხადა ერდოღანმა და დაამატა რომ, დასავლეთის ასეთმა ქმედებამ შეიძლება სხვა ქვეყნების სამხედროებიც გაათამამოს და სხვა ქვეყნებშიც მოხდეს სამხედრო გადატრიალებები.
20.07.13