Nike-მა ნიუ-იორკში ახალი სპორტული ფეხსაცმელი- HyperAdapt 1.0 წარადგინა. ფეხსაცმელი იმითაა გამორჩეული, რომ თასმას ავტომატურად კრავს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის – მარკ პარკერის თქმით, ფეხსაცმლის უნიკალურობა ისაა, რომ სენსორული სისტემა ფეხსაცმლის ჩაცმის დროს, ქუსლთან შეხებისას, თასმას თავისით კრავს.
ტექნოლოგიაზე მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო და რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. მხატვრულ ფილმში „უკან მომავალში”, მარტი მაკფლაის სწორედ Nike-ის ფეხსაცმელი აცვია, რომელსაც თასმის ავტომატური შეკვრის ფუნქცია აქვს.
ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა ეღირება ახალი ფეხსაცმელი.
ნატალია ჯალაღონია