ბარაკა ობამამ, რომელიც პრეზიდენტის რანგში, პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ისრაელში, ბენ-გურიონის აეროპორტში ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბინიამინ ნეტანიახუს განუცხადა: ამერიკა ამაყოფს იმით რომ, ისრაელს არ ჰყავს უფრო ერთგული მეგობარი ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებია და რომ წმინდა მიწაზე მშვიდობამ უნდა დაისადგუროს.
მოსალოდნელია რომ, შეხვედრებზე ცენტრალური ადგილი დაეთმობა ისეთ საკითხებს როგორიცაა: პალესტინასთან მოლაპარაკებების განახლება, სირიასთან დაკავშირებული სიტუაცია და ირანის ბირთვული პროგრამა.
ბარაკ ობამას შტატებში საყვედურობდნენ იმას რომ, პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში, იგი ოფიციალური ვიზიტით არ ჩასულა ისრაელში და ეჭვობდნენ რომ, ობამას ისრაელის მიმართ სიმპატია არ გააჩნდა.
ერთერთი ახლახანს ჩატარებული კვლევების მიხედვით, ისრელის მოსახლეობის მხოლოდ 10% აფასებს შტატების პრეზიდენტს დადებითად.
ხუთშაბათს ობამა რამალის ეწვევა, პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტ მახმუდ აბასთან შესახვედრად. ამასთან დაკავშირებით, გაზას სექტორში გაეროს შენობასთან დაწვეს ამერიკის დროშები.
მოძრაობა ჰამასის ხელმძღვანელის აბუ ზურის განცხადებით, ობამას ვიზიტი პალესტინისთვის არ იქნება სიკეთის მომტანი.
ამასობაში იერუსალიმში გაიმართა დემონსტრაცია, რომლოს მონაწილეებიც ობამასგან ითხოვდნენ ჯონათან პოლარდის განთავისუფლებას, იგი 1987 წლიდან სასჯელს იხდის ამერიკის ციხეში, ისრაელის სასარგებლოდ შპიონაჟის ბრალდებით.
ობამას ვიზიტი ისრაელში სამ დღეს გასტანს.
20.07.13