დრო 40 წთ
ულუფა 10
რეცეპტი:
ინგრედიენტები: ფქვილი 400 გ
წყალი 150 მლ
ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
ვაშლის ძმარი 1/2 ჩ/კ
მარილი გემოვნებით
ვაშლი 4 ცალი
ქიშმიში 70 გ დაჭრილი
ნიგოზი 60 გ დაჭრილი
ნუში 50 გ
წითელი კენკრის სიროფი ან სხვა სასურველი სიროფი,
3 ს/კ დარიჩინი
2 ჩ/კ შტოში ან მარწყვი
50 გ ბანანი
1 ცალი ტაბულა
მომზადების წესი:
- ჯამში ჩაასხით თბილი ანადუღარი წყალი, დაუმატეთ მარილი და ვაშლის ძმარი, მოურიეთ.
- დაიწყეთ ფქვილის ჩაყრა და ცომის მოზელა. ცომის მოზელის პროცესის დროს დაუმატეთ ცოტ-ცოტა ზეითუნის ზეთი.
- კარგად მოზილეთ ცომი, რომ ხელებზე არ გეკვროდეთ. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ ცომი 30 წუთი.
- მანმადე მოამზადეთ გულსართი. გაფცქვენით ვაშლი, გამოაცალეთ გულები, დაჭერით პატარა თხელ ნაჭრებად.
- გარეცხეთ ქიშმიში, დანაყეთ ან დაჭერით ნიგოზი, მაგრამ არ დაფქვათ.
- ყველაფერი აურიეთ ერთ ჯამში, დაუმატეთ სიროფი და დარიჩინი.
- გააბრტყელეთ ცომი თხლად, წაუსვით ზეითუნის ზეთი და სიროფი შიდა მხრიდან, თანაბრად გაანაწილეთ გულსართი და გადაახვიეთ რულეტივით.. ბოლოები შეაწებეთ.
- შედგით 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. ყურადღებით იყავით, რომ ცომი არ დაგეწვათ. ის უნდა დაიბრაწოს.
- მოამზადეთ სოუსი: შტოში ან მარწყვი დააბლენდერეთ ბანანთან და სიროფთან ერთად, გაატარეთ საცერში.
- მიირთვით შტრუდელი თბილ სოუსთან ერთად.
წყარო: marao.ge