21 მარტს პოეზიის საერთაშორისო დღეა. ამ დღის ოფიციალურად აღნიშვნის გადაწყვეტილება 1999 წელს იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე მიიღეს.
პირველად ეს დღე პარიზში აღნიშნეს, სადაც იუნესკოს შტაბ-ბინა მდებარეობს.
მოგვიანებით, ამ დღის აღნიშვნას არაერთი ქვეყანა შეურთდა – მათ შორის, საქართველოც, სადაც 21 მარტს არაერთ პოეზიისადმი მიძღვნილი საღამო იმართება.
იუნესკოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ პოეზიას თანადროვე ადამიანის ნუგეში შეუძლია და მას საზოგადოების ყურადღების მიქცევა სჭირდება.
მსოფლიოში ყველაზე ძველი ლექსები, რომლებსაც ჰიმნების სახე ჰქონდათ, ჩვენს ერამდე 23-ე საუკუნეში ენ-ჰედუ-ანამ შექმნა, რომლის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის აკადის მეფის – სარგონის ქალიშვილი იყო.
პოეტის დანიშნულებაზე ილია ჭავჭავაძე წერდა: (,,ჩენო კალამი”)
,,ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.
თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.
ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს —
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!”
აკაკი წერეთელი. (,,პოეტი”)
ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ხან არც ისა ვარ, არც ისა!
გარემოების საყვირი,
არც მიწისა ვარ, არც ცისა.
ნუ მკიცხავ, მნახო უგნურად,
ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა;
სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი x
ამ ჩემს გონება-გრძნობასა.
ეს გული, სარკედ ქცეული,
ბუნების ნათავხედია:
მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,
რასაც შიგ ჩაუხედია.
ენაც მას ამბობს, რაც სმენას
სხვისაგან გაუგონია;
ან თვალს უნახავს და ჭკუას
გაუზომ-აუწონია!
თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ,
სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა!
შუაკაცი ვარ უბრალო,
ხან მიწისა ვარ, ხან ცისა.”
ნატალია ჯალაღონია