კახი კალაძემ არ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ყოფილ პრემიერმინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ღარიბაშვილი ქართული ოცნების საპარლამენტო სიაში იყოს. კახი კალაძის თქმით, ყოფილ პრემიერთან ამ მიმართულებით საუბარი არ ყოფილა.
“არ არის სიმართლე. პრემიერთან არანაირი საუბარი და განხილვა არ ყოფილა ამ თემასთან დაკავშირებით. გუნდში ამაზე საუბარი არ ყოფილა,” – განაცხადა კალაძემ.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსულტაციები არ ყოფილა, თუმცა სამომავალოდ არაფერი გამორიცხული არ არის.