სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სერჟ სარქისიანთან.
შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის განსაკუთრებული მეგობრობა დასხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი. აღინიშნა ბოლოპერიოდში მხარეებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა, რაც პრეზიდენტისა დამინისტრის შეფასებით, ახალ იმპულსს აძლევს ორმხრივ ურთიერთობას.
ხაზი გაესვა სექტორული მიმართულებით წარმატებულ თანამშრომლობას, განსაკუთრებით ისეთსფეროებში, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ორი ქვეყნის, ასევე მთლიანად რეგიონის განვითარებას. ამ მხრივხაზი გაესვა სატრანსპორტო, ენერგეტიკის და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში წარმატებულთანამშრომლობას. მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოსპრემიერ-მინისტრის ინიცირებულ რეფორმების პროექტზე, რაც, ასევე ითვალისწინებს ქვეყნისსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთოხების გარემო და ხაზი გაუსვეს არსებულიკონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას. აღინიშნა ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურიურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა და ხაზი გაესვა მრავალი მიმართულებით ქვეყნებსშორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკას.
მიხეილ ჯანელიძე მიესალმა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ჩარჩო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებისდაწყებას და ახალ დინამიკას ამ ურთიერობაში. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ორმხრივი ვიზიტების მაღალდინამიკას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთის მაღალი რანგის დელეგაცია მოიწვია თბილისშიდამოუკიდებლობის აღნიშვნის 25 წლისთავთან დაკავშირებით.
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს გააგრძელონ პოლიტიკური კონსულტაციების არსებული პრაქტიკა მინისტრის მოადგილეების დონეზე.