რომაულ-კათოლიკური, სომხური სამოციქულო და ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია დღეს აღდგომის ზეიმობს. მათთვის როგორც ყველა ქრისტიანისთვის ეს დღესასწაული უდიდესია და წარმოადგენს სარწმუნოების საფუძველს. პასექის აღნიშვნა გაზაფხულის პირველი სავსე მთვარეობის, ბუნიაობის კვირა დღეს განისაზღვრება გრიგორიანული კალენდრით და პირდაპირ კავშირშია ებრაელთა პასექის დღესასწაულთან.
The Tbilisi Times აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელობაზე, მათ სააღდგომო ტრადიცებზე ესაუბრა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერ მოძღვარს მამა ნარეკ კუშჩიანს, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის პასტორს ირინა სოლეისა და რომაულ-კათოლიკური ეკლესიის კანცელარიის გამგეს მამა აკაკი ჭელიძეს. სააღდგომო ღამისთევა, სადღესასწაულო საგალობლები, წითლად შეღებილი კვრცხები, პასკა და რა თქმა უნდა, სიტყვები რომლითაც მორწმუნეები ერთმანეთს ულოცავენ იესოს მკვდრეთით აღდგომას – “ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!”- არის თითოეული რელიგიური დენომინაციის სააღდგომო ტრადიციის შემადგენელი ნაწილი.
სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია
“ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა დღესასწაულთა გვირგვინია. როგორც სრულიად ქრისტიანული სამყარო, აგრეთვე სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიაც დიდი ზეიმით აღნიშნავს ამ დღესასწაულს. ქრისტეს აღდგომა ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველია. განსხვავება სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ წმიდა ეკლესიასა და ზოგიერთ სხვა ეკლესიას შორის ისაა, რომ სომეხთა ეკლესია წმიდა აღდგომის დღესასწაულს ახალი სტილით, ანუ გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავს.
ქრისტეს ბრწყინვალე დღესასწაულს, უპირველეს ყოვლისა საეკლესიო წესებით, ღვთისმსახურებით, საეკლესიო გალობებითა და ლოცვებით ავღნიშანავთ. ხალხშიგავრცელებულია აგრეთვე კვერცხის შეღებვის, „პასქის“ გამოცხობის, ფლავის მომზადების, ერთმანეთთან სტუმრობის, მოლოცვისა და სხვა წეს-ჩვეულებები. ეს მეტად მნიშვნელოვანი დღესასწაულია სომეხი მრევლისათვის, რომელიც გვასწავლის მართალ ცხოვრებას, ღვთივსათნო საქმეების კეთებას, რათა ღირსნი გავხვდეთ ზეციერ სამეფოში დამკვიდრებისა.”
“იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაული უდიდესია ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიაში. იესოს სიკვდილით და აღდგომით ჩვენ მოვიპოვებთ ცოდვების შენდობას და ქრისტეში ახალი ცხოვრების დაწყებას. მარტინ ლუთერი წერს: “ყოველდღიური მონანიებით თითოეულ ჩვენგანში უნდა მოკვდეს ძველი ადამი თავისი ცოდვებითა და ბოროტი განზრახვებით და მის ადგილს ჩვენში უნდა იკავებდეს ახალი ადამიანი, რომელიც მუდმივ ჭეშმარიტებასა და სამართლიანობაში იცხოვრებს ღვთის წინაშე. “ამდენად, ქრისტეს აღდგომა ჩვენთვის ნიშნავს სასწაულ ცვლილებებს, სასწაულ აღდგომას და საუკუნო ცხოვრებას. აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღის განსაზღვრა ლუთერულ ეკლესიაში ხდება გრიგორიანული კალენდრის მიხედვით: პირველი კვირა დღე, როემლიც მოჰყვება სავსე მთვარეობას გაზაფხულიუს ბუნიაობის, 21 მარტის შემდეგ.
აღდგომის დღესასწაულს წინ უძღვის წითელი პარასკევი-იესოს სასტიკი ტანჯვის და ჯვარზე სიკვდილის დღე. სწორედ ეს მსხვერპლი იყო გადამწყვეტი ცოდვილი კაცობრიობის ღმერთთან შერიგების და ხსნისთვის. “რადგან იქმადე შიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე”.(იოანეს სახარება 3:16). წითელი პარასკევს ავღნიშნავთ საღამოს ღვთისმსახურებით, რომლის დროს ვიხსენებთ იესოს შვიდ სიტყვას, რომელებიც მან ჯვარზე გაკრულმა წარმოთქვა. აღდგომის წინაღამეს ტარდება ღამის თევა ბიბლიური საკითხავებით. გამთენიას კი მზის ამოსვლამდე ტარდება დილის ღვთისმსახურება, ვიხსენიებთ ქალებს, რომლებიც მივიდნენ იესოს სამარხის სანახავად და დახვდათ ანგელოზი სიტყვებით:”რად ეძებთ ცოცხალს მკვდართა შორის, იესო არ არის აქ, ის აღდგა”(ლუკას სახარება 24:5-6). აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება დიდი საზეიმო ღვთისმსახურებით, გუნდის გალობით, საკვირაო სკოლის ბავშვების გამოსვლით, მრევლის წევრებს ვურიგებთ წითლად შეღებილ კვერცხებს და კულიჩებს.”
რომაულ-კათოლიკური ეკლესი
“ნებისმიერი ქრისტიანული აღმსარებლობისთვის აღდგომა არის ყველაზე მთავარი მოვლენა, რომელიც განსაზღვრავს მთელ ჩვენ სარწმუნოებას. იესო ნაზარეველის შეპყობის, ჯვარცმის, იმ ოფიციალურად დადასტურებული სიკვდილისა და დამარხვის შემდეგ მოხდა აღდგომა, რაც მოწაფეების პირით გამჟღავნდა. ეკლესიას უკვე ორი ათასი წელია ამის სწამს და ქადაგებს ამ მოვლენას. აღდგომის თარიღის განსაზღვრა პირდაპირ უკავშირდება ებრაული პასექის დღესასწაულს. ქრისტემ შეგნებულად ინდომა მისი მთავარი მისიის ასრულება ებრაელთა პასექის დღესასწაულზე, რადგან ეს იყო მათი ეგვიპტიდან გამოსვლის, განთავისუფელბის და აღთქმული მიწისაკენ მოგზაურობის მოვლენა, რომელსაც აღნიშნავდნენ გაზაფხულის პირველი სრული მთვარის დროს, ეს არის 14 ნისანი. წელს გაზაფხული უკვე დამდგარია 21 მარტის შემდეგ და პირველი სრული მთვარეც შევსებულია, რაც არის მიზეზი იმისა, რომ კათოლიკური ეკლესია ამ კვირას, 27 მარტს აღნიშნავს აღდგომას.
დღესასწაული აღინიშნება სამი დღის განმავლობაში, ისევე როგორც აღმოსავლეთის ეკლესიაში. ხუთშაბათი, წითელი პარასკევი და შაბათის მსახურება, რომელიც სრულდება სააღდგომო, საპასექო ღამისთევით. ხუთშაბათს არის გახსენება საიდუმლო სერობის. ტარდება ფეხთბანვის რიტუალი. დაწყებული რომის პაპისგან, ყველა მოძღვარი ვისაც მრევლი ჰყავს, ფეხთბანვის რიტუალს აღასრულებს. იესო ბანს ფეხებს ადამიანს და ეუბნება, თუ გინდა იყო ნამდვილად ღმერთის ხატი და მსგავსი, შეგიძლია მოიქცე ქრისტეს მგავსად. პარასკევს ეკლესია მოიხსენიებს თავისი მოძღვრის შეპყრობას და მთელ იმ ფარსს, რომელიც გაითამაშეს ქრისტეს ვითომდა ბრალეულობის დასამტკიცებლად. ეს ის დღეა, როცა წირვა არ ტარდებაა, რადგან იესო თავად სწირავს თავს. ამ დღეს იღებება კვრცხები. კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, დამსხვრეული ნაჭუჭი კი განასახირებს აღდგომას, რომელიც საფლავის გახსნას უკავშირდება.”
იერუსალიმის მაცხოვრის საფლავზე “წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა” ქრისტეს აღდგომის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. ყოველწიურად ამ დღეს ქალაქს უმარვი სხვადსახვა აღმსარებლობის მქონე მომლოცველი სტუმრობს. The Tbilisi Times ასევე, დაინტერესდა სომხური, კათოლკური და ლუთერანული ეკლესიის დამოკიდებულებით ცეცხლის გარდამოსვლაზე, წარმოადგენს თუ არა ეს მოვლენა მათთვის “სასაწულს”.
სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ისინი უშუალოდ ესწრება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრიდან მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლას და ყოველთვის საიდუმლოებრივი მიდგომა აქვს ამ საკითხისადმი.
“მართლაც, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის სასულიერო პირს იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქთან ერთად, თანაბარი უფლებებით გამოაქვს წმიდა ცეცხლი და გადასცემს თავის მრევლს. მაგრამ სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია ცეცხლს იესო ქრისტეს აღდგომაზე მაღლა არასოდეს აყენებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერ გასული საუკუნის დასასრულს წმიდა ცეცხლის მნიშვნელობა არავისთვის კულტს არ წარმოადგენდა. ჩვენთვის წმიდა პასექი იწყება და სრულდება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით,”- აღნიშნა მამა ნარეკ კუშჩიანმა.
ლუთერული ეკლესი არ ავალდებულებს მრველს ირწმუნონ სასწაულები და გარკვეულ თავისუფლებას ანიჭებს მათ რწმენის გამოხატვის საკითხებში.
“ღმერთთან ურთიერთობა არის თითოეული მორწმუნე ადამიანის პირადი საქმე. იესოს მეშვეობით ჩვენ გვაქვს უფლება ვილოცოთ და უშუალოდ მივმართოთ უფალს. პავლე მოციქული წერს: “ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: “აბბა, მამაო!” (წერილი რომალეთა მიმართ 8:15). ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკლესია არ ავალდებულებს თავის მრევლს ირწმუნონ სასწაულები, მათ შორის წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, ეს არის თითოეული მორწმუნის პირადი გადაწყვეტილება.”-აღნიშნა პასტორი ირინა სოლეიმ.
კათოლიკებისთვის ცეცხლის დანთება და მისი კურთხევა, შემდეგ მისგან საპასექო კელაპტრის ანთება ეს არის უძველესი ადათი და ლიტურგიკული ქმედება.
“ცეცხლი ინთება ეზოში, რომლის შემდეგაც მღვდელი ანთებს კელაპტარს და შედის ჩაბნელებულ ტაძარში, რაც განასახიერებს საფლავს, რომელიც გაანათა აღმდგარი ქრისტეს ნათელმა. ის რაც სწამს იერუსალიმის არაბ ქრისტიანებს, თითქოს ზებუნებრივი ძალით ინთება მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი ეს არის ხალხური შეხედულება. იერუსალიმის პატრიარქს, რომელსაც პირადად გამოაქვს ცეცხლი ტაძრიდან არასოდეს დაუდასტურებია ეს ამბავი, მეტიც გარკვევით უთქვამს, რომ ეს არის ლიტურგიკული ქმედება და არა ზებუნებრივი ძალა,”- გვითხრა მამა აკაკი ჭელიძემ.
მამა აკაკის პასუხის შენდეგ დავინტერესდი კითხვით: ანუ თვლით, რომ იერუსალიმის პატრიარქი თავად ანთებს სანთელს ქრისტეს საფლავზე?
– რა თქმა უნდა ასეა. თუკი ადამიანს რწმენისთვის სჭირდება რაიმე სასწაული, ღმერთი სავარაუდოდ უარს არ ეტყვის ასეთ ნიშანზე. თუ ეს ვინმეს სასწაულად მიაჩნია ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ის თემა, რომლითაც მართლმადიდებელმა უნდა დაამტკიცოს თავისი მართებულობა. მაცხოვრის საფლავის ტაძართან ახლოს კათოლკური სამლოცველოა, სადაც ამ დღეს კათოლიკური აღმსარებლობის მქონე მორწმუნეებიც იკრიბებიან, თუმცა მათთვის არანაირ ეჭვს არ წარომადგენს, ის რომ ეს არის ლიტურგიკული ქმედება და არა სასწაული. სასწული ქრისტიანული გაგებით არ არის ისეთი ზებუნებრივი ძალა, რომელიც თავზე დაგატყდება და გაიძულებს რომ ურწმუნოებიდან მობრუნდე მორწმუნეობისკენ, ამგვარი სასწაული იქნებოდა შურაცხყოფა ადამიანის თავისუფლებისა. ღმერთი არასოდეს არ შეუნგრევს ადამიანს კარებს ამგვარად. ეს არ არის მისი სტრატეგია, ის ყოველთვის პატივს სცემს თავისუფლებას. ქრისტიანისთვის აღდგომის დასტური არ არის ის ცეცხლი, რომელიც ინთება თუ არ ინთება თავისით, არამედ ქრისტიანისათვის ქრისტეს აღდგომის ერთადერთი და საკმარისი საფუძველი არის მოციქულთა დაღვრილი სისხლი. მათი თავგანწირვა ქრიტესთვის. ყველა კათოლიკეს და ყველა არაკათოლიკეს ვულოცავ ამ დღეს, კათოლიკეს მშვენივრად ესმის, რომ ის განსაკუთრებული და ცალკე მდგომი არა არის. კათოლიკე ეკლესიაში ყველა ქრისტიანისთვის არის ადგილი, იმიტომ რომ ეკლესია ან კათოლიკეა ან ის აღარაა ეკლესია. ამდენად, კათოლიკეს უნდა ახსოვდეს, რომ თუ უნდა იყოს ნამდვილად კათოლიკე ის უნდა იყოს მართლმადიდებელი, მართლმორწმუნე და მართლ-მადიდებელს უნდა ახსოვდეს, რომ თუ უნდა იყოს მართლმადიდებელი უნდა იყოს კათოლკე.
სოფიკო ნინიკაშვილი