სამართალდამცველებმა, ვალეს საბაჟო პუნქტში სამგზავრო ავტობუსის დათვალიერებისას სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს არადეკლარირებული 100 ათასი აშშ დოლარი.

აღნიშნული თანხის საბაჟოს გვერდის ავლით ,მალულად შემოტანას ცდილობდა 42 წლის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე

ირანის მოქალაქეს  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი-ჯარიმა შეეფარდა და არადეკლარირებული თანხა სრულად ჩამოერთვა.

შსს არალეგალურად გადმოტანილი თანხის შემოტანის კონკრეტული მიზნების დასადგენად აგრძელებს მუშაობას.

22.07.13

Please follow and like us: