Cnn მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეულს გვთავაზობს.
ათეული შედგენილია მსოფლიოს ბედნიერების ინდექსის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით. ანგარიშის შედეგები ცნობილი გაეროს მიერ დაწესებულ, მსოფლიო ბედნიერების დღეს, რომში 20 მარტს გახდა.
მსოფლიოს 156 ქვეყნიდან შეირჩა ათი ქვეყანა რამდენიმე ძირითადი ინდიკატორით: მოსახლეობის კეთილდღეობის დონე, ჯანდაცვა, მშპ, სოციალური მხარდაჭერა, კორუფციის დონე, ცხოვრების ხანგრძლივობა, ეკონომიკური მდგომარეობა და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი.
ინდექსის შედეგების მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, გამომწვევი მიზეზი კვლევის ჩატარების მეთოდიკა და სანდოობა. ბედნიერების ხარისხის დადგენა, რა თქმა უნდა, რთულია თუმცა ანგარიშის ავტორებს თუ დავუჯერებთ შეუძლებელი ნამდვილად არ არის.
მსოფლიოს ათი ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სია ასე გამოიყურება:
1. დანია
2. შვეიცარია
3. ისლანდია
4. ნორვეგია
5. ფინეთი
6. კანადა
7. ჰოლანდია
8. ახალი ზელანდია
9. ავსტრალია
10. შვედეთი
საქართველო სიაში 126-ე ადგილს იკავებს. 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით შედეგი 4 საფეხურით არის გაუმჯობესებული. ინდექსის მიხედვით, ნაკლებად ბედნიერ ქვეყნებს მიეკუთვნებიან: გვინეა, ბენინი, ავღანეთი, ტოგოს რესპუბლიკა, სირია და ბურუნდი.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე