შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა შიდა ქართლის რეგიონში სამალავი აღმოაჩინეს.
უწყების ინფორმაციით, სამალავიდან ამოღებულია დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება: 2 კილოგრამი ტროტილი, ყუმბარმტყორცნი “მუხა”, 2 ხელყუმბარა, ლულქვეშა ყუმბარმტყორცნის 18 ყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1082 ვაზნა და 39 მჭიდი.
“საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით”, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
22.07.13