ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ნოდია საკუთარ სოციალურ ქსელში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რექტორის საქციელი სრულიად გაუმართლებელი და უპასუხისმგებლოა. გთავაზობთ, სრულ ტექსტს:
,,ლადო პაპავას გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე აბსოლუტურად მიუღებელია. ის კარგი რექტორი იყო თუ ცუდი, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. იმ ველურების ჯგუფმა რომ შიმშილობა გამოაცხადა, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ასეთ ვითარებაში გადადგომა უპასუხისმგებლობაა, თუნდაც იმიტომ, რომ შთაბეჭდილებას ქმნი, რომ ველურების ზეწოლას ექვემდებარები. ალბათ, სინამდვილეში რაღაც სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი ზეწოლები იყო ამის უკან, მაგრამ არც ესაა გამართლება. როგორც მინიმუმი, პაპავა უნდა გამოვიდეს და კარგად აუხსნას საზოგადოებას, რატომ გადადგა (ოღონდ ის არ თქვას, რომ სამშობლო და ღმერთი თანამდებობაზე მაღალია).
ამ კონკრეტული უნივერსიტეტის ავტონომიას და საქართველოში უნივერსიტეტის ავტონომიის იდეას ამ გადაწყვეტილებით სერიოზული ჩრდილი მიადგა. მაგრამ დამნაშავე არის არა მხოლოდ ის, ვინც პაპავაზე ზეწოლას ახდენდა, არამედ პირველ რიგში ლადო პაპავა, რომელიც ზეწოლას დაექვემდებარა”,- წერს გია ნოდია.
კომენტარს სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზინდენტი – პაატა ბახტურიძე ასე ეხმაურება:
,,ვა, ნაცებმაც გაგვაკრიტიკეს. რა გამოდის ანუ ნაცები არ ვართ? ვახ, აბა ვინ ოხერი ხალხი ვართ? მიშა მომიკითხე, ბატონო გია, მთელი ოჯახით ! ცოცხები ჩქარა!”