დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა, ამის შესახებ ლატვიის პარლამენტის (საეიმა) თავმჯდომარემ ინარა მურნიეცესმა საქართველოს საგარეოსაქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე საეიმას სპიკერმა კიდევ ერთხელ დადასტურა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსმიმართ.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერთანამშრომლობაზე. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ინარა მურნიეცეს ლატვიელიკანონმდებლების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გატარებულ მხარდამჭერ პოლიტიკაზე, რაცგამოიხატა ლატვიის პარლამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა თუ ევროპული დაევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი განცხადების მიღებაში. შეხვედრაზე ასვე ხაზიგაესვა საქართველოს მხარდაჭერის მიმართულებით საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატებში აქტიურთანამშრომლობას.
მინისტრმა ლატვიელ პარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისმიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე და იმედი გამოთქვა, რომსაქართველოს მოქალაქეებს მალე მიეცემათ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილებისშესაძლებლობა. ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ლატვია, როგორც მეგობარი ქვეყანაამაყია საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესით და მისი მხარდაჭერის მიმართულებით,ბევრი რამ გააკეთა ევროკავშირში ლატვიის თავმჯდომარეობის პერიოდში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროპული დღის წესრიგის ფარგლებშისაქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. მინისტრმა ლატვიის საეიმას თავმჯდომარეს ინფორმაციამიაწოდა პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმების პროექტზე. მათ შორის საუბარი შეეხოპროფესიული განათლების მიმართულებით რეფორმების პროცესში გამოცდილების ურთიერთგაზიარებისშესაძლებლობას.
შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე დაგანაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტებისდემოკრატიული საარჩევნო პროცესი, რომელიც სამაგალითო იქნება რეგიონსა და მის მიღმა. მან, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც უზრუნველყოფსპოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორთან დიალოგს და მათ ჩართულობას ქვეყნისათვისმნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით 2016 წლის 30-31 მარტსიმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა ლატვიელ კოლეგასთან და ლატვიის პარლამენტში, ასევემონაწილეობა მიიღო ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმში.