საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობისსაკითხებში ევროკომისარს დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხშიმხარდაჭერისა და ზოგადად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის, რისი დასტურიცაამისი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების პოზიტიურად შეაფასება და მიმდინარეწლის 9 მარტს საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების მიზნით საკანონმდებლოპროცესის ინიცირება.
ევროკომისარის ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხისგანხილვები დაიწყება როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში. მან ხაზი გაუსვა, რომ თავისმხრივ აქტიურად გააგრძელებს ამ საკითხზე ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობას დაგააძლიერებს ძალისხმევას იმისათვის, რათა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი რაცშეიძლება დროულად დასრულდეს.
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისათვის სანდო პარტნიორია, რასაც ადასტურებს საქართველოსხელისუფლების ძლიერი პოლიტიკური ნება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით დამუდმივი ძალისხმევა რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის კუთხით.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირისა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებისჩამოყალიბების ახალ შესაძლებლობებზე და მიგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისპერსპექტივებზე.
აღსანიშნავია, რომ ეს ევროკომისარის პირველი ვიზიტია საქართველოში. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებსევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ ევროინტეგრაციის პროცესში.
ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთანგაიმართა.