ყრილობაზე დელეგატებმა კოალიციიდან გასვლის საკითხს კენჭი უყარეს. ეროვნული ფორუმის დელეგატთა უმრავლესობამ ღია კენჭისყრაზე კოალიციის დატოვებასა და ასევე არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლას დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება უმრავლესობაში დარჩენის საკითხს, “ეროვნული ფორუმი” აღნიშნულ თემაზე განცხადებას ხვალ გააკეთებს.