ტურიზმის ადმინისტრაციამ განაახლა პროექტი „ღვინის გზა“, რომლის ფარგლებშიც მათ მიერ ხდება საქართველოში არსებული ღვინის მარნების იდენტიფიცირება, შეფასება და ფოტო ფიქსაცია. პროექტის მიზანი კი, ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, არის შემდეგი შედეგის მიღება:
- ღვინის ტურიზმის ობიექტების ელექტრონულ ბაზას ემატება ახალი ობიექტები,
- რეკომენდირებული მარნებისთვის მზადდება მიმართულების მანიშნებლები და სახელობითი დაფები;
- საოჯახო მარნებისთვის იწყება ტრენინგები სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ქართული ღვინის ისტორია, ღვინის დაგემოვნების ხელოვნება, ფინანსები/ბუღალტერია, საბაზისო უცხო ენა;
- მზადდება საინფორმაციო სარეკლამო მასალები (ღვინის რუკა და გზამკვლევი), სადაც შეყვანილი იქნება ინფორმაცია რეკომენდირებული მარნების შესახებ და გავრცელდება უფასოდ ადმინისტრაციის ხელთ არსებულ ინტერნეტ პლატფორმისა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების საშუალებით
- მთავარ საავტომობილო გზებზე განთავსდება მიკრო ზონების (ადგილწარმოშობის ღვინოების) აღმნიშვნელი სტელები
- მუნიციპალიტეტების შესასვლელთან განთავსდება საინფორმაციო დაფები, რომელზეც დატანილი იქნება მუნიციპალიტეტში არსებული მარნებისა და ღვინის რუკა.
მარიამ ტაკაშვილი