BBC–ის დიპლომატიური კორესპოდენტი ახალი „ცივი ომის“ შესახებ საინტერესო სტატიას გვთავაზობს. ჯონათან მარკუსი გვესაუბრება რუსული პოლიტიკისა და „ჰიბრიდული ომის“ საერთო ნიშნებზე. მნიშვნელოვანია „ცივი ომის“ ახალი ასპექტებიც, იქნება ეს რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული კონფლიქტი, თუ გვეყოლება, რამდენიმე დაპირისპირებული მხარე?
„მიუნხენის ყოველწლიურ უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე თებერვალში რუსეთის პრემიერ მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა თავისი გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ „ნატო-რუსეთის ურთიერთობა „ცივი ომის“ პერიოდს დაუბრუნდა, ერთიანი ევროპა კი აღარ არსებობს“.
„ჩემთვის გაურკვეველია, 2016 წელია თუ 1962?“ – თქვა მედვედევმა.
თებერვლის შუა რიცხვებში, ვაშინგტონში, აშშ-ს ეროვნული დაზვერვის აგენტმა, ჯეიმს კლეპერმა შეიარაღებული ძალების კომიტეტში მსოფლიოში არსებული საფრთხეების შესახებ ისაუბრა.
„მე მაინც ვფიქრობ,რომ რუსეთს აქვს პარანოია ნატო-ს მიმართ, ჩვენ კი ამ პარანოიამ შესაძლოა სპირალისებურად – ახალ ცივ ომში დაგვაბრუნოს,“ – ნათქვამია მის განცხადებაში.
ძალიან რთულია რეალურად შეაფასო რუსეთსა და დასავლეთს შორის დღეს არსებული ურთიერთობები. ამ ყველაფერს ხელს უწყობს მსოფლიოში მიმდინარე დაძაბული ვითარებაც: რუსეთის ანექსია ყირიმში, უკრაინის გაყინული კონფლიქტი და მოსალოდნელი ჰუმანური კატასტროფა სირიაში.
რუსეთი ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებასა და აშშ-ს გეგმებს სარაკეტო თავდაცვების შესახებ. ექსპერტების შეფასებით, ეს დიპლომატიური კონფლიქტი ახალი „ცივი ომის“ პროდუქტს წარმოადგენს.
იმ დროისთვის, როდესაც „ცივი ომი“ დასრულდა რუსეთის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა ძალიან სუსტი იყო. მახსოვს, შავი ზღვის ფლოტის ბაზაზე, სევასტოპოლში 1991 წლის შეხვედრა. გემბანზე იყო სრული ქაოსი, რომელიც სიმბოლურად საბჭოთა კავშირის დაშლასთან ასოცირდებოდა. ახლა კი მსოფლიოს წინაშე აღზევებული რუსეთია. ის მტკიცედ იცავს საკუთარ ინტერესებს, როგორც საკუთარ საზღვრებთან ახლოს – უკრაინაში, ისე საკმაოდ შორს – სირიაში.
როგორც უკვე აღინიშნა, არა მხოლოდ რუსეთში, დასავლეთშიც ფიქრობენ, რომ მსოფლიო ახალი „ცივი ომის“ მოლოდინშია. სამწუხაროდ, ზუსტად ვერავინ შეაფასებს იმ საფრთხეებს, რაც რუსეთისა და დასავლეთისგან ელის მსოფლიოს. აღნიშნულზე საუბრისას მხოლოდ ამ ორ მხარეს და მათ მდგომარეობას განიხილავენ, სიმართლე კი ისაა რომ, არსებულ კონფლიქტში, რეალურად, ყველაზე მეტ ზარალს მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი იღებს.
როდესაც ვსაუბრობთ ახალი „ცივი ომის“ პერიოდზე ალბათ ყველას თვალწინ წარმოუდგება წარსულის გამოცდილება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ახალი „ცივი ომი“ თავისი მასშტაბებით მეტად საშიშია. ეს არ იქნება იდეოლოგიური კონფლიქტი ორ მხარეს შორის, რომელმაც ორი კონტინენტი მოიცვა, ეს იქნება კონფლიქტი მთელს მსოფლიოში, სადაც არა ორი, არამედ რამდენიმე დაპირისპირებული მხარე იარსებებს.
დიპლომატიური კორესპოდენტის თქმით, მსოფლიოში ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. ერთიანი აზრი არ არსებობს ამ ფენომენთან დაკავშირებით, თუმცა მის შესახებ გავრცელებული შეხედულებებიდან შეიძლება გამოვკვეთოთ მთავარი:
ჰიბრიდული ომი წარმოადგენს მართვად ომს ქაოსის მეშვეობით, ამ ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი საინფორმაციო ომია. ამ უკანასკნელს შეუძლია გარდამტეხი როლიც კი ითამაშოს, მიზეზი მოწინააღმდეგის სრული დემორალიზების საშუალებაა. ამ დროს კრიზისის ინსპირირება ხდება მსხვერპლ სახელმწიფოში, რაც თავის მხრივ, იწვევს სახელმწიფოს დაშლასა და გაღატაკებას. აგრესორ ქვეყანას კი ამ სახელმწიფოში სასურველი პოლიტიკური ხელისუფლება მოჰყავს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჰიბრიდული ომის თავისებურებათა რიცხვს მისი შეუმჩნევლობაც განაპირობებს. მას სწორედ მაშინ აღმოაჩენენ, როცა ის უკვე ომის სტადიაშია გადასული. სწორედ რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს განიხილავენ ჰიბრიდულ ომად. რუსეთის მთავრობა უპირატესობას ანიჭებს არასამხედრო საშუალებებს. ერთ-ერთი რუსული „ხელწერა“ სახელმწიფოს ეკონომიკური დამოკიდებულების მოპოვების მცდელობაა“.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე