1) ვლადიმერ ლენინი ჭკუიდან შეშლილი გარდაიცვალა. ამბობენ, რომ სიკვდილის წინ იგი ცოდვების მიტევებას მაგიდასა და სკამებს სთხოვდა.
2) უინსტონ ჩერჩილის უკანასკნელი სიტყვები იყო: „ვაიმე რა უგუნური ვყოფილვარ”
3) შარლ მე-9: ,,დავიღუპე ამას ნათლად ვგრძნობ.”
4) გრიგორი ზინოვიევი – ლენინის თანამებრძოლი. სიკვდილის წინ მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ისმინე ისრაელ, უფალი ღმერთი ჩვენთან არს, ერთი ღმერთი”. იგი დახვრიტეს სტალინის ბრძანებით.
5) ემელიან იაროსლავსკი, ათეისტური ინტერნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი: „გევედრებით დაწვით ყველა ჩემი წიგნი! შეხედეთ წმინდანს, იგი დიდი ხანია მელოდება და აქ არის”.
6) იაგოდა-საბჭოთა საიდუმლო სამსახურის უფროსი: „როგორც ჩანს ღმერთი არსებობს, იგი მსჯის მე ჩადენილი ცოდვებისთვის”
7) ფრანსუა-მარი არუე (ვოლტერი)-განთქმული მოქილიკე და ღვთის მგმობი. მისი მომვლელი ქალი ამბობდა: „ევროპის მთელი სიმდიდრე რომ მოეცათ ჩემთვის, არ ვისურვებდი ისეთ სიკვდილს, როგორიც ხვდა წილად ვოლტერს. იგი მთელი ღამის განმავლობაში იტანჯებოდა, გაჰკიოდა და პატიებას ითხოვდა საკუთარი ცოდვებისთვის”.