ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრმა, ალგიდრას ბუტკევიჩუსმა, საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტვის მტკიცემხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მან უაღრესადდადებითად შეაფასა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატება. ალგიდრასბუტკევიჩუსმა ამ კონტექსტში განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რაც საქართველომ აჩვენავიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში და იმედი გამოთქვა, რომაღნიშნული პროცესი ახლო მომავალში დასრულდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზორეჟიმის ამოქმედებით.
ლიტვის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლიტვა–საქართველოსორმხრივ ურთიერთობებს. დადებითად შეფასდა ბოლო პერიოდში ეკონომიკურ ურთიერთობაშიმიღწეული პროგრესი, რაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდაში, ასევე ტურიზმისსფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაში გამოიხატა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის არსებობსბიზნეს სექტორში თანამშრომლობის განვითარების მზარდი პოტენციალი და საჭიროა ორმხრივი მუშაობა ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან.
პრემიერ–მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარებისშესაძლებლობები. მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ლიტვური მხარისინიციატივების გამო, რაც საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებს, უმაღლეს განათლებას დაეუფლონლიტვაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მეგობარ სახელმწიფოს იმთანადგომისთვის, რასაც ლიტვა იჩენს საქართველოს განვითარების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე. თავისმხრივ, ლიტვის პრემიერ–მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული მთელი რიგირეფორმები და აღნიშნა, რომ ქვეყანამ აჩვენა დემოკრატიის მაგალითი, როგორც საპარლამენტო, ასევესაპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების პროცესში.
საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ლიტვამ მადლობა გადაუხადა საქართველოსსაერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.