“რელიგიის სააგენტო შეიქმნა დამოუკიდებლად, ისე, რომ რელიგიის საბჭოში გაერთიანებული რელიგიებისთვის, აზრი არ უკითხავთ,” – ამის სესახებ „თბილისი თაიმს“ სახარების რწმენის (50-იანული) ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლელა ხონელიძემ განუცხადა.
„სააგენტოში წარმოდგენილია მხოლოდ 10 თუ 11 რელიგური მიმდინარეობა, რაშიც ვხედავთ დისკრიმინაციული ხასიათის მომენტებს, ყველა არაა მიჩნეული თანასწორად, ახდენენ დიფერენცირებას-ტარდიცული და არატრადიციული, მთავარი, დომინანტი და ა. შ. ყველაზე სავალალო ის მოხდა, რომ მხოლოდ ოთხ რელიგიურ მიმდინარეობას აფინანსებენ. ეს მისასალმებელია, თუმცა მანკიერი პრაქტიკაა დისკრიმანიციის. ვინ არის სააგენტო? რისთვის შეიქმნა? აკონტროლოს რელიგიები თუ მის პრობლემებზე იფიქროს. ალბათ, უფრო შექმნილია იმისთვის, რომ აკონტროლოს ისინი. დარღვევების სათანადო სამართლებრივი შესწავლა ნამდვილად არ ხდება,“- აცხადებს ლელა ხონელიძე.
ჩვენთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ რელიგიის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი “წლიური ანგარიში-2015” ბევრ ცრუ და არაზუსტ ინფორმაციას შეიცავდა, ხოლო სახელმწიფოს მზაობა რელიგიის საკითხებში მოაგვაროს პრობლემები გარკვეული მიზეზებითაა შენიღბული.
სტატია სრულადი ხილეთ: http://www.ttimes.ge/archives/60165
სოფიკო ნინიკაშვილი