7 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
7 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
7 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
7 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
16 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

ჟურნალმა Global Finance 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ინტერნეტ ბანკებს შორის კვლავ „თიბისი ბანკი„ დაასახელა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, თიბისი დაჯილდოვდა ერთდროულად სამ ნომინაციაში: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით როგორც “საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი” და „ინტერნეტ ბანკის კომუნალური გადასახადების საუკეთესო სისტემა“. ხოლო საქართველოს მასშტაბით, როგორც “საუკეთესო სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი”.

გამარჯვებული ბანკები შეირჩა ინტერნეტ ბანკის ფუნქციონალობის, დიზაინისა და ინტერნეტ მომხმარებლის მოზიდვის სტრატეგიის ეფექტურობის მიხედვით.

„ჩვენთვის დიდი პატივია მივიღოთ ასეთი პრესტიჟული ჯილდო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემისგან, მით უფრო სასიხარულოა, რომ გამარჯვება ერთდროულად სამ ნომინაციაში მოვიპოვეთ. ვამაყობთ, რომ შევქმენით რეგიონში საუკეთესო ინტერნეტ ბანკი. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტუმულს, შევინარჩულოთ პირველობა რეგიონში – პროგრესისა და ინოვაციის თვალსაზრისით. ვულოცავ თიბისი ბანკის თანამშრომლებს ამ აღიარებას და მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს გაწეული შრომისათვის“ -განაცხადა“ თიბისი ბანკის“  გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
2013 წელს ეს მეოთხე ჯილდოა თიბისი ბანკისთვის. ბანკმა უკვე მიიღო მსოფლიოში ორი წამყვანი გამოცემის Global Finance-ისა და EMEA Finance -ის ჯილდოები ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო  ForEx  პროვაიდერის და საუკეთესო ბანკის ნომინაციებში.

23.07.13

Please follow and like us: