პროკურატურამ „ფარული ჩანაწერების“ საქმესთან დაკავშირებული რამდენიმე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი დააკავა.
თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშილმა „რუსთავი-2“-ის ეთერში, გადაცემა „შაბათის კურიერში“ ხელისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების შესაძლო კავშირებზე ისაუბრა.
„მე არ მაქვს შოთაძის პროკურატურის იმედი, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა თვალის ახვევის. ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა მაშინაც იცოდნენ და დღესაც იციან ფარული ჩანაწერების შესახებ, ჩაწერები ახლაც გრძელდება და არის მწვანე შუქი მის ატვირთვაზე,“ – აცხადებს პეტრიაშვილი.
ალექსი პეტრიაშვილი გამორიცხავს გიორგი კვირიკაშვილის კავშირს ფარული ჩანაწერების საქმესთან, თუმცა მისი აზრით, ეს არ ხსნის პრემიერის პასუხისმგებლობას, იგი ვალდებულია იცოდეს თუ რა ხდება მის დაქვემდებარებულ უწყებაში.
მანჩო ღოღობერიძე