parlamenმიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ კანონმდებლები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს ასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით, მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას გულისხმობს, ასევე ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებით, უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი და საკადასტრო მონაცემების შექმნას.