დღეს გაიმართა „დოქტრინა ბიზნეს რევიუ”-ს  (DBR)  კვლევის პრეზენტაცია – თემაზე „სოციალური უთანაბრობის (ჯინის) ინდექსი და საქართველო სიღარიბისა და ეკონომიკური არასტაბილურობის მსოფლიო რეიტინგში“.

DBR-ის კვლევას საფუძვლად უდევს ამერიკელი ექსპერტებისა და პოლიტოლოგების ,მიერ მომზადებული  THE FAILED STATES INDEX  მონაცემები და იტალიერი მეცნიერის კორადო ჯინის მიერ მსოფლიო აპრობირფებული სოციალური უთანაბრობის დათვლის მეთოდოლკოგია ე.წ.“ჯინის ინდექსი“.

DBR-ის  წარმომადგენლების განცხადებით, ჯინის ინდექსი წარმოადგენს მონაცემთა გაფანტულობის საზომს. ის ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც მოსახლეობის შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანაბრობის ინდიკატორი.

მათივე ინფორმაციით კვლევამ აჩვენა, რომ სოციალური უთანაბრობის (ჯინის ინდექსი) მიხედვით საქართველოს მეტად არასახარბიელო მდგომარეობა აქვს.

გარდა ამისა, ამერიკის მშვიდობის ფონდის მიერ წარმოებული THE FAILED STATES INDEX-ის მიხედვით, საქართველო სიღარიბისა და ეკონომიკური არასტაბილურობის მსოფლიო რეიტინგში 2012 წლის მონაცემებით სახიფათო ზონაში იმყოფება და ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს მეზობელ ქვეყნებთან და ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებთან შედარებით.

პრეზენტაციას დაესწრებიან ექსპერტები და სამეცნიერო ისტებლიშმენტის წარმომადგენლები.

ეკონომიკის ექსპერტი, მიხეილ თოქმაზიშვილი – „წლების განმავლობაში გვესმოდა საუბარი, რომ ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, გარკვეული ინვესტიციები შემოდის ქვეყანაში, საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპები გვაქვს, საკმაოდ მაღალი რეიტინგები გვაქვს ბიზნესის კეთების სფეროში   ეს უნდა აისახოს მოსახლეობის შემოსავალზე და მის კეთილდღეობაზე.

დღევანდელი კვლევა რომელიც შრომის ინდექს ეხებოდა სწორედ იმის მაჩვენებელი იყო თუ რა ადგილი გვიკავია ჩვენ მსოფლიოში, რამდენად წინ წავიწიეთ და რამდენად არის ეს თანასწორობა ან უთანასწორობა ასახული ჩვენს ცხოვრებაში, ეს ინდექსები გამოხატავს თუ რამდენად ძლიერია საზოგადოება, რაც უფრო ძლიერია ეს ინდექსი  მით უფრო ძლიერია მდიდარი მოსახლეობა, თუ დაბალია ეს ინდექსი ანუ თუ 0,2 ერთეულის ქვევითა ეს ნიშნავს რომ საზოგადოება გათანაბრებულია და ფაქტობრივად არანაირი სტიმული არ არსებობს, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ყოველივე ეს თუ როგორ ვითარდება საზოგადოება დაკავშირებულია ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკასთან, ქვეყნები რომლებიც სოციალურად ორიენტირებულ პოლიტიკას ანვითარებს იქ უფრო მეტია საშუალო დონე და მცირეა დაბალი დონე, ქვეყნებს, რომლების მასტიმულირებელ პოლიტიკას ატარებენ, რომელიც ინდუსტრირებაზეა აგებული,  ეძლევათ უფრო ლიბერარული ბიზნესნგარემოს ფორმირების  საშუალება და რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავლები უფრო მეტად გადაიქაჩება იმ ფენებისაკენ რომლებიც ბიზნეს სადავეებს ფლობენ, გარდა ამისა ეს დაკავშირებულია აგრეთვე ქვეყნის მმართველობასთან რაც უფრო მაღალია კორუფციის ხარისხი ბუნებრივია ეს ზემოქმედებას ახდენს  უთანასწორობის ხარისხის განვითარებაზე რაც უფრო მაღალია უმუშევრობა მით უფრო მაღალია სხვაობა დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის.

რაც უფრო ძლიერია სახელმწოფოს მარეგულირებელი პოლიტიკა მას შესაძლებლობა აქვს შემოსავლების გადანაწილება მოახდინოს და ამით გაკრვეული ნიველირება მოახდინოს იმ ფენების, რომლებიც სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფებიან. ყველაფერი ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა პოლიტიკას აირჩევს ქვეყანა , რა არის ძირითადი პრობლემა,  თუ პრობლემა არის სიღადაკე მაშინ სახელწიფო ატარებს სოციალურ პროგრამას თუმცა ეს არ არის პანაცეა იმისათვის რომ ეკონომიკა დაჩქარდეს, თუ ქვეყანას უნდა განვითარდეს ვაჭრობა, მეწარმეობა მაშინ ის ლიბერალურ პოლიტიკას ატარებს . სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ არის ქვეყნები სადაც განვიტარებულია ეკონომიკა მაგრამ რეიტინგებში დგას აზერბაიჯანის შემდეგ, ვთქვათ იაპონია მაგრამ აზერბაიჯანს აქვს ნავთობისგან შემოსავლები და ეს საშუალებას აძლევს მას თანხები გადაანაწილოს ყველა ფენაზე, იაპონია ძირითადად ეკონომიკური აქტივობიდან აქვს მიღებული შემოსავლები და გამომდინარე აქიდან რეიტინგებში უფრო უკან დგას ვიდრე აზერბაიჯანი.მაგრამ ეს არ არის განმსაზღვრელი, განმსაზღვრელი არის ერთი, რამდენად ძლიერია საშუალო ფენა, ეს საშუალო ფენა ხდება ეკონომიკის განვითარების ძირითადი გენერატორი,საქართველოს მაჩვენებელი 0,4-ს ზევით არის, 90 – იან წლებში 0,6-ს უახლოვდებოდა. ეკონიმიკა 90- იან წლებთან შედარებით საგრდძნობლად განვითარდა მაგრამ უმუშევართა რიცხვი საკმაოდ დიდია. მეორე გარემოება არის მცირე ფინანსული საბიუჯეტო შესაძლებლობები რომელმაც უზრუნველყო ტოტალური სიღატაკის დაცვა.

თოქმაზიშვილის თქმით ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა პრობლემას აიღებს საორიენტაციოდ დღეს სახელმწიფო.

„რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ? ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა პრობლემას აიღებს საორიენტაციოდ დღერს სახელმწიფო. უპირველეს ყოვლისა ეს შეიძლება ორ სიბრტყეზე განვიხილოთ. ერთი ეს არის მეწარმეობის განვითარება, ცნობილია რაც უფრო განვითარებულია მეწარმეობა საშუალებას იძლევა დასაქმდეს მეტი ადამიანი ამას რა თქმა უნდა დიდი ინვესტიცია სჭირდება და ასევე ასეთი განვითარებით სახელმწიფო შეძლებს აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარებას. ამისათვის საჭიროა სტიმულირება მიეცეს გარკვეულ ფენებს რომლებიც შემდეგ ფულს ინვესტიციის სახით გაიღებენ, ასეთი პოლიტიკის გატარებას ცდილობდა სახელწიფო 9 წლის განმავლობაში თუმცა სოციალური ფენა მაინც არ გაუმჯობესდა გარკვეული მიზეზებისდა გამო.

ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა დამოკიდებულება, მან ზემოქმედება მოახდინა სოციალურ გარემოზე, განსაკუთრებით ჯანდაცვაზ,ე განათლების სისტემაზე ანუ ამით ცდილობს შეამციროს  გარკვეულწილად სიღარიბე და კიდევ ერთი ფაქტორი რომელზეც ზემოქმედება მოახდინა არის სოფლის მეურნეობა რადგანაც მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს სოფელში, თუმცა ჯერ ჯერობით შედეგებზე ლაპარაკი ძნელია. ჩანს რომ თნდათან სახელმწიფო სოციალურად ორიენტირებულ პოლიტიკაზე გადავიდა.

მეორე ფაქტორი არის ელიტარული კორუფცია, ძლიერი გავლენიანი ჯგუფები, რომელსაც, როგორც გამოირკვა, ამ წლლების განმავლობაში  ქონია  ადგილი. როდესაც ეს გავლენიანი ჯგუფები აღარ იარსებებს ბუნებრია შემოსავლები გადანაწილდება იმ ფენებისაკენ რომელსაც ეს ყველაზე მეტად სღირდება და ბუნებრივია ეს ძალიან გაზრდის რეიტინგს.

უცხოური ინვესტიციები დღესდღეობით შემცირებულია პოლიტიკური გარემოს გამო და ყოველივე ამან შეამცირა ეკონომიკური აქტივობა მაგრამ, ვიმედოვნებ, მომავალი წლიდან ჩამოყალიბდება სახელწოფო, რომელსაც ექნება ხედვა და ეს გაუადვილებს ინვესტორებს რომ ქონდეთ სტაბილური მმართველობის მქონე ქვეყანასთან ურთიერთობა და ეს გაზრდის რა თმა უნდა რიტინგს, განაცხადა„თბილისი თაიმსთან“ საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ თოქმაზიშვილმა.

23.07.13

ნინა პირტახია

Please follow and like us: