შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ”, თბილისის მერიის დაკვეთით, დაბა წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზა აღადგინა.
პროექტის მიხედვით, 880-მეტრიან გზაზე მოიჭრა დაზიანებული გრუნტი; ქვიშა-ხრეშითა და ფრაქციული ღორღითმოეწყო გზის საფუძველი; დაიგო ასფალტბეტონის საფარი; გზის საფუძვლის დაცვის მიზნით, ჩაიდგა წყლის გამტარიმილი.
გზის რეაბილიტაცია 2016 წლის თებერვალში დაიწყო. სამუშაოებზე 20 ადამიანი დასაქმდა.
დაბა წავკისთან მისასვლელი ეს გზა საბჭოთა წარსულში დაიგო და აღარ შეკეთებულა. შესაბამისად, იგი კაპიტალურრეაბილიტაციას საჭიროებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტულიგახდა.