პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები 14 აპრილის დღესასწაულთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან შეიკრიბნენ და იქ შეკრებილ მოსახლეობასა და სრულიად საქართველოს დედაენის დღე მიულოცეს.
„პოლიტიკური პარტია ,,მემარცხენე ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია სრულიად საქართველოს ულოცავს დედაენის დღეს. 1978 წელს, 38 წლის წინ საქართველოს მოსახლეობა წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართული ენა კონსტიტუციურად სახელმწიფო ენაა, მას საფრთე მაინც ემუქრება. თანამედროვე სალიტერატურო ენა ბარბარიზმებითაა სავსე. ძალიან სერიოზული პრობლემები გვიდგას ქართული სახელმწიფო სალიტერატურო ენის თანამედროვე ნორმებისა და ტერმინოლოგიის დადგენის მხრივ.
საქართველოს კანონმდებლებისგან მოვითხოვთ კანონთა პაკეტის მომზადებას ქართული სალიტერატურო ენის დაცვის მიზნით“, – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ – სოფიკო კარტოზიამ.
ნატალია ჯალაღონია