,,NDI მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან ძალიან ძლიერები კვლევების ჩატარებაში, – ეს განცხადება ვიცეპრემიერმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა – კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
მისი თქმით, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევები ყოველთვის აცდენილი იყო რეალობას.
,,კვლევა გულისხმობს იმას, რომ გავიგოთ მოსახლეობის განწყობები და გვეუბნებიან, რომ ყველა კვლევას აქვს მაქსიმუმ 2%-იანი ცდომილება. ჩვენ შედეგად ვიღებთ 20-30-40%-იან ცდომილებებს. მაშინ ისმის შეკითხვა, რა აზრის აქვს ამ კვლევევის ჩატარებას? თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ 2012 წლიდან მოყოლებული მათ მიერ ჩატარებული კვლევების სტატისტიკას და არჩევნების შედეგების, რამხელა ცდომილებებია. რა თქმა უნდა, არის განწყობა, რომ არ უნდა ვენდოთ იმიტომ, რომ ეს არის არაკვალიფიციური ადამიანების მიერ ჩატარებული კვლევა. მე NDI-ის არ ვგულისხმობ, არამედ იმ ორგანიზაციას, ვისაც ესენი კვლევის ჩატარებას უკვეთენ. თითონ NDI ხომ არ ატარებს კვლევას. საქართველოში არის ორგანიზაცია, ქართველებით დაკომპლექტებული, რომელიც ველზე თვითონ გადის”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ნატალია ჯალაღონია