თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანზიტად გამავალ “დროებით სანომრე ნიშნიანი დახურული ფურგონის ტიპის“ სატრანსპორტო საშუალებებზე (ე.წ. “PANEL VAN“ ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე) საქართველოსთვის 2013 წლის 1 ივლისიდან დაწესებული გადასახადის (600 ევრო ცარიელი, 1200 ევრო დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების გატარება) დროებით შეჩერდა.

აღნიშნულის გამო, თურქული მხარის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ სამუშაოების დასრულებამდე ხსენებული კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში არ იქნება მოთხოვნილი სატრანზიტო მოსაკრებლები.

ზემოაღნიშნული გადასახადის კვლავ გადავადების თაობაზე, რომელიც 2013 წლის 1 ივლისამდე გადავადებული იყო მხოლოდ საქართველოსთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირადად სთხოვა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს, რომელმაც მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ დროებით კვლავ გადაევადებინათ გადასახადის გადახდა.

თუ რა ვადით არის გადავადება განხორციელებული, აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კვლავ აქტიურად თანამშრომლობს თურქულ მხარესთან და თარიღის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, საბოლოო გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას.

 

24.07.13

Please follow and like us: