24 წლის დათო პაქსაშვილი მაყურებელმა პროექტ – ,,ცოდნა ფულიას“ საშუალებით გაიცნო, როდესაც, ტელეკომპანია ,,იმედის“ 25 000 ლარით ,,გაღარიბება“ მოახერხა.
ჩართულ ტელევიზორში პროექტის რეკლამას შემთხვევით მოჰკრა თვალი და მონაწილეობის გადაწყვეტილებაც სპონტანურად მიიღო.
,,ინტელექტუალურ თამაშებს ხშირად ვუყურებ. გამარჯვების მოლოდინი არ მქონდა, უბრალოდ, ვცადე და ვითამაშე,“- ამბობს დათო.
მაყურებლის განსაკუთრებული გაოცება ბოლო პასუხმა გამოიწვია, როდესაც დათომ შეძლო და ბევრისთვის უცნობ კითხვას უპასუხა. კითხვა კი ასე გამოიყურებოდა: ,,ქრისტეს გენეალოგიის აღწერისას, მათეს სახარების მიხედვით, იორამმა ვინ შვა?“
როგორც ამბობს, სახარება რამდენიმეჯერ აქვს წაკითხული, თუმცა, კითხვაზე ზუსტი პასუხი არ ახსოვდა, გამორიცხვის მეთოდისა და ინტუიციის წყლობით კი, სწორ პასუხამდე მივიდა.
,,ყველაფერი უფლის ნებაა, ბოლოს რაც ვიგრძენი, ის ავირჩიე. ადამიანს რამდენიც შეუძლია, იმის მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, დანარჩენი, მისგან დამოუკიდებლად ხდება,“- აღნიშნავს დათო.
პროექტის გამარჯვებულმა მაყურებელს თავი განსხვავებული იმიჯისა და განსაკუთრებული ინტელექტუალური რესურსის ტანდემით დაამახსოვრა. სოციალურ ქსელის მომხმარებლების ნაწილი აღნიშნავდა, რომ განსხვავებული გარეგნობის გამო, სტერეოტიპულად აზროვნებდნენ და რატომღაც, დათოს გამარჯვება წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ. თუმცა, მოლოდინი არ გაუმართლდათ.
როგორც თავად დათო აღნიშნავს, ვერ ხვდება, თუ რატომ აღიქვამს ხალხი განსაკუთრებულად მის ტატუებს, ვარცხნილობასა თუ ჩაცმულობას. 20 წლის იყო, როდესაც პირველად გაიკეთა შუმერული წარწერა: ,,თავისუფლება, იმედი, სიყვარული“, ასევე, აქვს ბუდასა და ქრისტეს გამოსახულებები.
მართლმადიდებელია, თუმცა, სხვა რელიგიებითაცაა დაინტერესებული. როგორც ამბობს, ქრისტიანობასთან თანხმვედრ ბევრ ნიუანსს ბუდიზმში, ინდუიზმსა თუ ვედურ კულტურაში მიაგნო. მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სულიერებას.
,,თუ მარტო ისაა ცხოვრება, რასაც ვხედავთ, მაშინ არც არაფერი ყოფილა. ალბათ დამეზარება ცხოვრება, მარტო ადამიანებისთვის დამახასიათებელ განცდებს რომ ვხედავდე,“-აღნიშნავს ჩვენთან საუბარში.
როგორც ამბობს, უნდა, რომ უფრო მაღალ რამესთან დაამყაროს კავშირი, ვიდრე გემრიელი საჭმელი, საზოგადოებრვიი სტატუსი თუ სხვა ღირებულებებია.
ცდილობს, რომ დისციპლინის წესით იცხოვროს და ამას პირველ ადგილზე აყენებს.
,,ჩემთვის, მაგალითად, დისციპლინის მაღალი ხარისხია, როდესაც მზესთან ერთად დგები და წვები,“-ასე განმარტავს მისეული დისციპლინის ერთ-ერთ მთავარ პირობას.
დამოკიდებულებებს რაც შეეხება, ამბობს, რომ, სიგარეტის გარდა, არაფერზეა დამოკიდებული.
თამაშისას მის ნერვიულობას მაყურებელი ვერ ამჩნევდა, ამის მიზეზად ის მიჩნია, რომ სცენაზე ხშირად უწევს ყოფნა.
დათო ლირიცისტი და ქართული ჰიპ-ჰოპის წარმომადგენელია. როგორც ამბობს, არ მოსწონს, როდესაც რეპერს უწოდებენ, რადგანაც რეპერი არაა.
უკვე გამოვიდა მისი მე-2 სიმღერის კლიპი ,,არასერიოზული კაცი“, რომლის მელოდიაც ამავე სახელწოდების ფილმიდანაა აღებული, თავად ტექსტი კი დისციპლინაზეა.
https://www.youtube.com/watch?v=e8qFlb0uLHU
ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიას, 10 წლის წინანდელთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაში მყოფად აფასებს და თავისთვის გამორჩეულ რამდენიმე თანამედროვე ქართველ მუსიკოსსაც გვისახელებს. მათ შორის, სამორი ბალდეს, IGO-ს, FULA-ს, ჩესტერს, სინკას, ჯერონომოს და სხვა.
როგორც აღნიშნავს, მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ სფეროზე არ არის კონცენტრირებული, თუმცა თავის თავს ახალი თაობის აღზრდაში აქტიურ მონაწილეობას აუცილებლად უკავშირებს. ამბობს, რომ ამაში მუსიკით აღზრდას, ქუჩის სპორტის და ვარჯიშების განვითარებას გულისხმობს. აგრევე, განათლებისა და ინტელექტის პოპულარიზაციას. ხშირად მონაწილეობს გამწვანების აქციებში და სურს, რომ ბავშვებიც ჩართოს ამ მიმართულებაში.
,,ჩემი მთავარი მიმართულება, ბავშვებთან დაკავშირებით, განათლებაზე და ცხოვრების ჯანსაღ წესზე ზრუნვაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ თავიდანვე ისწავლონ, როგორ მოუარონ საკუთარ ქალაქს, იქონიონ მოვლის, შედარება-დაფასების კულტურა,“-აღნიშნავს იგი.
აქვს საკუთარი ორგანიზაცია – ,,მწვანე ოჯახი“, რომელიც 6 წლის წინ მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა, თუმცა, უსახსრობისა და საზოგადოების უყურადღებობის გამო, ბევრი ვერაფრის გაკეთება შეძლეს. აქამდე ინფორმაციის მოგვროვებით იყვნენ დაკავებული, თუმცა, ახლა სერიოზულად აპირებენ სხვადასხვა საკითხზე მუშაობას.
რაც შეეხება სწავლას – დიპლომი არ აქვს. ყველას ურჩევს, აიღოს დიპლომი, თუმცა, ეს მისი ცხოვრების იდეაფიქსი არასდროს ყოფილა. უნივერსიტეტში მხოლოდ ოჯახის პატივისცემით ჩააბარა და იმის დასამტკიცებლად, რომ ეს შეეძლო, თუმცა, დიპლომატიის მიამრთულება მესმე კურსზე მიატოვა.
,,მე შინაგანდ პოეტური ბუნება მაქცს, რომანტიკული, ემოციური და ძალიან გულწრფელი. ჩემი ხასიათის ადამიანებს უჭირთ დაგეგმილი ცხოვრება. სწორედ ამიტომ, ამ ფორმით, უარი ვთქვი დაგეგმილ ცხოვრებაზე,“-ასე განმარტავს თავის გადაწყვეტილებას.
არ უნდა, რომ რეგულარული სამსახური ჰქონდეს.
კითხვა ძალიან უყვარს. განსაკუთრებით ბევრს 10-და 17-წლამდე კითხულობდა. შემდეგ ექსპრესიის, გამოცდილების, მარცხისა და მწარე გაკვეთილების მიღების პერიოდი დაიწყო.
წიგნის კითხვის პროცესიდან წარმოუდგენლად დიდ სიამოვნებას იღებს. ამ დროს ტვინში ვიზუალიზაციზე კი არა, შინაარსზეა კონცენტრირებული. აღნიშნავს, რომ ,,ოსტატისა და მარგარიტას“ წაკითხვის შემდეგ 1 თვე წიგნი არ წაუკითხავს, ასე მოხდა ,,დონ კიხოტის“, ,,ტრიუმფალური თაღის“ წაკითხვის შემდეგაც.
მწერლებიდან განსაკუთრებით ერიხ მარია რემარკი უყვარს. ამას იმთ ხსნის, რომ ძალიან რომანტიკულია. ასევე მიხეილ ჯავახიშვილს, რევაზ ინანიშვილს და გურამ რჩეულიშვილს გამოარჩვეს.
პოეტებიდან განსაკუთრებით გალაკტიონი უყვარს და მისი აბსოლუუტრად ყველა ლექსი აქვს წაკითხული.
სამაგიდო წიგნების სია ასე გამოიყურება: გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კრებული და სახარება.
ზოგადად, მხატვრული ლიტერატურა უყვარს, თუმცა ბოლო პერიოდში თეოლოგიით, განსაკუთრებით კი, ახალი აღთქმით, ვედებითა და ეპისტოლეებით დაინტერესდა. უნდა რომ ახლო მომავალში ყურანი წაიკითხოს.
თეოლოგიური წიგნებით ხასიათიდან გამომდინარე დაინტერესდა, რადგანაც მუდმივად ძიების პროცესში იყო. საბოლოოდ კი ქრისტიანოაბზე შეჩერდა. ხშირად დადიოდა ბაპტისტებთან, 50-იანელებთან, იეჰოვას მოწმეებან, ბუდისტებთან და ეცნობოდა მათ მოძღვრებებს. ამბობს, რომ ქრისტანობას გრძნობს.
სურს, რომ ქრისტეს დაემსგავსოს. ,,ქრისტიანობა სიტყვა-სიტყვით სწორედ ამას გულისხმობს და ყველა ქრისტიანის ცხოვრების აზრიც ეს უნდ აიყოს,“- აღნიშნავს დათო.
სიტყვა ,,სამშობლო“ მისთვის დიდ ფასეულობასთან ასოცირდება. მისთვის სამშობლო სისხლის დონეზეა აყვანილი და გენეტიკურად დევს მასში. ფიქრობს, რომ სხვა ქვეყანაში თავს ისე ვერასდროს იგრძნობს, როგორც საქართველოში, რადგანაც აქ განსაკუთრებულ ენერგეტიკას გრძნობს.
სიტყვა ,,პოლიტიკა“ მისთვის ვამპირთან ასოცირდება.
საყვარელი მუსიკოსი ბობ მარლია.
მისი ოცნებაა, რომ გურიაში დაბრუნდეს, სახლი ააშენოს და მიწასთან იმუშაოს. აგრონომია მისი ერთ-ერთი საყვარელი გატაცებაა.
გატაცებებიდან კალათბურთს, ლიტერატურასა და თეოლოგიას გამოარჩევს.
რისკიანი მხოლოდ მაშინაა, როდესაც ფიქრობს, რომ აქვს უფლება, გარისკოს.
,,რაც მე არ მეკუთვნის, ვერ გავრისკავ. რისკმა და აზარტმა პასუხისმგებლობა არ უნდა დაგაკარგვინოს. აზარტული თამაშები მეზიზღება და არც არასდროს მითამაშია,“-ამბობს ,,დრო ფულიას“ გამარჯვებული.
ადამიანებს ურჩევს, რომ მზის ამოსვლისას გაიღვიძონ, მზეს შეხვდნენ და მზის ჩასვლისას დაიძინონ. თავად წელს არცერთი დღე არ ჩაუდგია, რადგანც ფიქრობს, რომ მზეს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვს.
,,მზე ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მასთან კონტაქტის გარეშე ენერგიას ვერ იღებს,“-ასე ხსნის თავის დამოკიდებულებას მზესთან.
საზოგადოებას ურჩევს, რომ სწორ კვებას მიაქციონ ყურადღება.
ისურვებდა, მარიხუანას დეკრიმინალიზაციას.
უნდა, რომ განათლებული და ერთიანი საქართველო ნახოს.
,,მინდა, რომ ადამიანებმა მცენარეებს მეტი დრო დაუთმონ, მცენარის მოვლა ლოცვასავითაა და მასთან ურთიერთბა სულს ასუფთავებს,“ – აღნიშნავს ჩვენთან საუბრს დასასრულს.
რაც შეეხება მოგებულ თანხას, 25 000 ლარის გამოყენებას ოჯახის წევრების ჯანმრთელობაში აპირებს. ასევე, უნდა რომ ესპანეთში დემიენ მარლის კონცერტზე მოხვდეს, თანხის დანარჩენი ნაწილი კი მუსიკასა და ქველმოქმედებას მოახმაროს.
სამომავლო გეგმები კი კვლავ მუსიკას, მომავალ თაობასთან ურთიერთობასა და მეტის შეცნობის სურვილს უკავშირდება.
ნატალია ჯალაღონია