„მემარცხენე ალიანსის„ ახლგაზრდულმა ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტთან თეატრალიზებული აქცია გამართა ლოზუნგით: ,,პოლიეთილენი – საუკუნის ნაგავი”.
აღნიშნული აქციის ორგანიზატორები პარტიის ,,ახალგაზრდული ორგანიზაციის” თავმჯდომარე სოფიკო კარტოზია და ,,მემარცხენე ალიანსის” თბილისის ,,ახალგაზდული ორგანიზაციის” ხელმძღვანელი ზურაბ გოხაძე იყვნენ.
„პოლიეთილენის გამოყენება ერთ-ერთი პრობლემაა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი საქართველოში. მაგალითად, პოლიეთილენის პარკების მოხმარება დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჟანმრთელობას. ის შეიცავს დიოქსიდებს და მასში მოთავსებული საკვები პროდუქტები საფრთხეს უქმნის ჩვენს ჟანმრთელობას.
ასევე, პოლიეთილენის გარემოში დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, რაც გარემოსათვის ზიანის მომტანია. მათი წარმოებისას კი გამოიყენება სასარგებლო წიაღისეული, რომლის მარაგიც ბუნებაში უსასრულო არ არის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით 2015 წლიდან ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება, ასევე საუბარი იყო მის სრულიად აკრძალვაზე. ეს პროცესი დაიწყო, მაგრამ არ გაგრძელებულა. ცნობილია, რომ ბიოდეგრადირებადი პარკები გარემოში 6 თვის განმავლობაში ნადგურდება და პოლიეთილენთან შედარებით უსაფრთხოა.
განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, საფრანგეთი და ა.შ აღარ გამოიყენება პოლიეთილენის ერთჯერადი პარკები და მათ ნაცვლად ბიოდეგრადირებადთან ერთად გამოიყენება ქაღალდის პარკები.
სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტს მოვუწოდებთ, გარემოს დაცვის შესახებ კანონში შეიტანონ ცვლილებები, რის საფუძველზეც სრულიად აიკრძალება პოლიეთილენის პარკის მოხმარება და მას ჩაანაცვლებს ბიოდეგრადირებადი. რაც შეეხება ქაღალდის პარკებს, მისი წარმოება ძვირი ჯდება და დიდი ხეტყის რესურსი სჭირდება, ამიტომ მოვუწოდებთ მათი საჭირო რაოდენობით შემოტანას“ – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფიკო კარტოზიამ.
ნატალია ჯალაღონია