„ეს იყო დადგმული შოუ, არჩევნები ახლოვდება და მსგავს პროვოკაციებს უნდა ველოდოთ,“ – თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებულ სკანდალზე ტელეკომპანია „GDS”-ის ეთერში გადაცემა „2030“-ში ისაუბრა.
„თემის წარმოჩენა ცადეს ისე, თითქოს რამე უკანონობა ხდება. ეს იყო პოლიტიკური კამპანია. “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს მხარდამჭერთა გაზრდას. ეს არის სიცრუე, რომ ბოტანიკური ბაღი უნდა გადაიქცეს სასტუმროების მშენებლობის პოლიგონად. უბრალოდ მოხდა საზღვრის კორექტირება. ტერიტორიის მოცულობა დარჩა იგივე. მითუმეტეს, რომ ეს ჩანაცვლება ხელსაყრელია ბოტანიკური ბაღისთვის. განაშენიანებით და სარწყავი სისტემით ახალი ტერიტორია მეტად სასარგებლოა. ჩანაცვლებული ტერიტორიები არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მიღმა, ამიტომ არავითარი კავშირი კულტურის სამინისტროსთან არ ჰქონდა. ქონების გაცვლა არის თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს კომპეტენცია. ჩვენ უამრავ ამ ტიპის გაცვლას ვახორციელებთ,“ – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.
მანანა ღოღობერიძე