პირველი ქართული ტელევიზორი და მობილური ტელეფონი, ეკონომიური და მაღალი ხარისხის ე.წ „led“ ნათურები, ციფრული თუ სატელევიზიო „რესივერები“, ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქციისა, რომელიც  კომპანია “AG მიკროელექტრონიქსთან“ ასოცირდება.

ქალაქ რუსთავში ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია უკვე ორი წელია არსებობს. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია მრავალფეროვანია. ის გვთავაზობს, როგორც  მცირე საყოფაცხოვრებო ელექტრონულ, ისე უახლეს მაღალტექნოლოგიურ საზომ და საწარმოო მოწყობილობებს.

AG მიკროელექტრონიქსი“ მთელს ამიერკავკასიაში პირველი მიკროელექტრონული საწარმოა. კომპანიის მიზნებზე, მოლოდინებსა და სიახლეებზე „თბილისი თაიმსს“ საწარმოს დირექტორი, მიხეილ ღლონტი ესაუბრა.

13115422_1175993712431903_1886587069_n

კომპანიის შესახებ, რომ გვიამბოთ, როგორია მისი დაარსების ისტორია?

– აზერბაიჯანულ-ქართული კომპანია “AG მიკროელექტრონიქსი“ ორი წელია, რაც არსებობს ქართულ ბაზარზე.  კომპანია დააფუძნა ამავე სახელწოდების აზერბაიჯანულმა კომპანიამ. მათ გადავწყვიტეს საქართველოშიც დააეერსებინათ კომპანია. დამფუძნებლები, კი  როგორც აზერბაიჯენელები, ისე ქართველები არიან. კომპანიაში თავდაპირველად, საკმაოდ დიდი ინვესტიცია, დაახლოებით, 2 მილიონი დოლარი ჩაიდო.

რა იყო კომპანიის თავდაპირველი მიზანი?

– თავდაპირველად, ძირითადი მიზანი იყო შეგვექმნა ე.წ „რესივერები“ ანუ  ციფრული მიმღებები. ეს ახლაც არის ერთ-ერთი მიზანი. დროთაგამნავლობაში კი, თავდაპირველ მიზნებს სხვებიც შევმატეთ.

რა სახის პროდუქციას აწარმოებს, დღესდღეობით, თქვენი კომპანია და პროდუქციის უპირატესობები,რომ გააცნოთ მომხმარებელს?

– ჩვენ, როგორც უკვე აღვნიშნე, ვაწარმოებთ რესივერებს, ასევე  led ნათურებს, რომლის შეძენაც ჩენს მომხარებლებს მაღაზიებში შეუძლიათ. ვაწარმოებთ myvideo.ge-ს TV -ბოქსებს.

საკაბელო „რესივერებთან“ ერთად გვაქვს, ასევე ციფრულირესივერებიც, რომლებიც მთლიანად ჩვენი გამოშვებულია. სწორედ ამ მიმართულებით არის ყველაზე დიდი მოთხოვნა, რადგან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა.

მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, led ნათურები, რომლებიც  საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა, რადგან ფასიც დაბალია და ხარისხიც კარგია. იმდენად მოეწონა მომხარებელს, რომ პირველი საცდელი პარტია, რაც გამოვუშვით პრაქტიკულად აღარ არის. ჩვენ ზუსტად არც ვიცოდით, რომელი უფრო მეტი გაიყიდებოდა, თეთრი ნათებით თუ ყვითელი ნათებით. ყვითელ ფერზე დაფიქსირდა მოთხოვნა და დაბალვატიან ნათურებზე. ჩვენი კომპანია ასევე თანამშრომლობს „დელტასთან“, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებთან დაკავშირებით.

როგორც დაანონსდა, თქვენი კომპანია გეგმავს ქართული ტელევიზორის წარმოებას, როგორი იქნება დიზაინი, ფასი და სხვა ტექნიკური შესაძლებლობები?

– პირველ ქართულ ტელევიზორებს მომხმარებელი მაისის თვიდან ნახავს. ეს იქნება ქართული ტელევიზორი, რომელსაც ეკრანის გარდა დანარჩენს სრულად ჩვენი კომპანია აწარმოებს. კონკრეტული სახელი, ისევე, როგორც სხვა დანარჩენს რომელთაც ჩვენი კომპანიის ფარგლებში ვუშვებთ, აქვს და მასაც AG ერქმევა.

რაც შეეხება დიზაინს ის  ჩვენი შექმნილია. მთლიანობაში წელიწადზე მეტხანს ვიმუშავეთ, რომ გამოგვეშვა ტელევიზორი. ვფიქრობთ, რომ მომხარებელი დაინტერესდება, რადგან ეს იქნება „სუფთა“ ქართული ტელევიზორი, ქართული ნაწარმითა და ქართული გარანტიით.

როგორ შეაფასებთ სახელმწიფოს მხარდაჭერას და პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და თქვენი აზრით,რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული ბაზარი?

– დაინტერესება, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდია. განსაკუთრებით, ეს ბოლო პერიოდში. ბევრი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი გვყავდა სტუმრად. მათ შორის, ვიცე-პრემიერი, თბილისის მერიის წარმომადგენლები. ჯერჯერობით, ყველაზე მეტი ინტერესი ჩვენს ნათურებზეა. ამის მიზეზი ალბათ მისი ეკონომიურობაა, მუშაობის ხანგრძლივობა და მავნებლობის ნულოვანი რისკი. რაც შეეხება ტელევიზორებს, დაანონსების დღიდან აქტიურად მჟღავნდება ინტერესი. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პირველ ეტაპზე მისი მოთხოვნები ვერ დავაკმოყიფილეთ. ამჟამად, მოლაპარკებები დასასრულისკენ მიდის და ვიმედოვნებთ, რომ დაფინანსებას მივიღებთ.

გაგაქვთ თუ არა პროდუქცია ექსპორტზე, რომელ ქვეყნებში და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– ამ ორი წლის განმავლობაში, ჯერჯერობით, მხოლოდ  აზერბაიჯანში გაგვქონდა. ახალა გვაქვს მოლაპარაკება სლოვანიესთან და ლატვიასთან ტელევიზორებთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. რაც შეეხება, სამომავლო გეგმებს ვმუშაობთ პირველ ქართულ მობილურ ტელეფონზეც. დეტალებს შემდგომ დავაანონსებთ.

ნათია კეკენაძე

ნათია

 

Please follow and like us: