8 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
9 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
9 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
9 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
18 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2013 წლის პირველი ივლისისათვის 8.5 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 208.4 მლნ ლარით ანუ 2.5 %-ით მეტია მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 11.9 მლნ ლარით ანუ 0.3%-ით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 196.5 მლნ ლარით ანუ 4.3%-ით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 61.70 %-ი შეადგინა – 0.52% – ული პუნქტით ნაკლები პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.9%-ი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.4 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 6.5% – ი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.0%-ი, ხოლო ევროს წილმა 17.4%-ი შეადგენა, აცხადებენ სებ-ში.

25.07.13

Please follow and like us: