2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 16 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით.

სებ-ის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 277.2 მლნ ლარით, ანუ 1.9%-ით გაიზარდა და 14.9  მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 2.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.5%-ია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 74.2%-ი შეადგინა.

გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. ივნისის თვის წმინდა მოგებამ  20.4 მლნ  ლარი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 79.1%-ი  შეადგინა.

25.07.13

Please follow and like us: