ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ღვინის სექტორში პროგრესი შეიმჩნევა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ამბობს, მიმდინარე წელს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 25%-ით  არის გაზრდილი. ხოლო რუსეთის ბაზრის გახსნის შედეგად, ბოლო ერთ თვეში რუსეთის ბაზარზე ორი მილიონი ბოთლი ქართული ღვინო გავიდა.

დავითაშვილის თქმით, მიმდინარე წელს გლეხებს რთველის სეზონზე პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ და არც სახელმწიფოს დახმარება უნდა დასჭირდეთ.

შეგახსენებთ, რომ ლევან დავითაშვილი დღეს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდა, სადაც დეპუტატებს სააგენტოს 6 თვის საქმიანობის შედეგები გააცნო.

25.07.13

Please follow and like us: