საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე “ვიშეგრადის ოთხეულისა” და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს,რომელიც 2016 წლის 4 მაისს ქ. პრაღაში იმართება.
მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში, სადაც განხილული იქნება “აღმოსავლეთპარტნიორობის” ფორმატში რიგის სამიტზე შეთანხმებული პრიორიტეტების განხორციელების საკითხი,თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და განახლებული ევროპული სამეზობლო პოლიტიკისფარგლებში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატის გაძლიერების საკითხი.
შეხვედრაში ვიშეგრადის ოთხეულის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის მაღალირანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებსგამართავს კოლეგებთან.
„ვიშეგრადის ოთხეულის“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების შეხვედრა საგარეო საქმეთამინისტრების დონეზე წელიწადში ერთხელ იმართება, ვიშეგრადის ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნისორგანიზებით. აღნიშნული შეხვედრები ტარდება „ვიშეგრადის ოთხეულის აღმოსავლეთ პარტნიორობისპროგრამის“ ფარგლებში (V4+EaP), რომელიც 2011 წელს იქნა ინიცირებული ვიშეგრადის ჯგუფისმთავრობების მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასააქტიურებლად.