საქართველო ვიზალიბერალიზაციას 2016 წელს მიიღებს – განცხადება იოჰანეს ჰანმა, ევროკავშირის კომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გააკეთა.
ჰანის თქმით, საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო, თუმცა ამ ქვეყნებმა უვიზო მიმოსვლისთვის ყველა საჭირო პირობა დააკმაყოფილეს.
მისი თქმით, საქართველომ და უკრაინამ უკვე მიიღეს პოზიტიური რეკომენდაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.