4 მაისს, პრაღაში, ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეოსაქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილჯანელიძემ შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან პავლო კლიმკინთან.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი დამრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა დაუკრაინის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმებისკუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ეკონომიკური თვალსაზრისითგახსნილ ახალ შესაძლებლობებს და აღნიშნეს, რომ ევროკავშირთან შემდგომი ეკონომიკურითანამშრომლობის ეფექტური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება უკრაინასა და საქართველოსშორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიცირება.
შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო რეგიონალურ საფრთხეებსა და გამოწვევებს.
მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანიმხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდაღიარებულ საზღვრებში.
მიხეილ ჯანელიძე და პავლო კლიმკინი შეთანხმდნენ განაგრძონ რეგულარული შეხვედრები და აზრთაურთიერთგაცვლა ორივე ქვეყნის საერთო, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.