ზაფხულის მოახლობასთან ერთად, სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების არარსებობის საკითხი მეტად აქტუალური ხდება. უკვე მერამდენე ზაფხულია, მოსახლეობა უჩივის ცხელ გაუსაძლის, არაკომფორტულ სამარშრუტო ტაქსებს.
მძღოლების უმეტესობა მიზეზად ასახელებ, რომ თითქოს გაუმართავია კონდიციონერი და არ აძლევენ უფლებას ჩართოს.
წელს რამდენად ვიმგზავრებთ გაგრილებული სამარშუტო ტაქსებით, მოახდენს თუ, არა კომპანია „თბილისის მიკო ავტობუსი“ მძღოლების მონიტორინგს და რა სახით, როგორ დავიცვათ მგზავრებმა ჩვენი უფლებები, ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსი“ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენელს, ნათია მიქიაშვილს ესაუბრა.
„გასულ ზაფხულს, კომპაიამ რამდენიმე ათეული ათასი ლარი დახარჯა სამარშრუტო ტაქსებში კონდინციონირების პრობლემის მოსაგვარებლად. ჯერ კიდევ შარშან შემოვიღეთ სამარშრუტო ტაქსების მონიტორინგი ამ საკითხთთან დაკავშირებით. მძღოლი ისჯება იმ შემთხვევაში თუ, ის არ რთავს კონდინციონერს, როდესაც ტემპერატურა გადაცდება 25-26 გრადუსს და ეს არ არის დამოკიდებული თარიღზე. რა თქმა უნდა, მონიტორინგი ზაფხულის პერიოდში მკაცრდება, ვინაიდან ზოგიერთი მძღოლი თანხის ეკონომიის მიზნით არ რთავს კონდინციონერს.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ყველა მძღოლს განუსაზღვრა ის დანამატი, რომელსაც კონდინციონერის მუშაობა იწვევს, გასულ წლსაც იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მძღოლები არ რთავდნენ კონდინციონერს საჭიროების მიუხედავად და ისინი შესაბამისად, დაისაჯნენ სამსახურეობრივი მოვალეობის დროებითი შეჩერებით. მსგავსი დარღვევის გამეორების შემთხვევაში მძღოლს უკვე საბოლოოდ ეკრძალება სამარშრუტო ტაქსის მართვა.
აბსოლუტურად ყველა მიკრო ავტობუსში არის გაკრული ცხელი ხაზის ნომერი და მგზავრი ვალდებულიც კია დარღვევის შესახებ სასწრაფოდ შეატყობინოს ოპერატორს დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათმდე. ამასთან ერთად, ჩვენც გვყავს ჩვენი კონტროლიორები, რომლებიც ამოწმებენ ვის აქვს ჩართული კონდინციონერი და ვის არა,“ – განმარტავს კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენელი.
მარიამ ფანჩულიძე