„არასაპარლამენტო პარტიების გაერთაინების გარეშე არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ აქვს შანსი, რამე შეცვალოს,“ – ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა „ტვ-პირველის“ეთერში გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ საუბრობს.
„იმისათვის, რომ პარლამენტში ძალთა განლაგება შეიცვალოს და დაპირებების შესრულება შევძლოთ, აუცილებელია ოპოზიციური ძალების გაერთიანება. ნინო ბურჯანაძის გარდა ყველა სხვა პოლიტიკური ძალა თანახმაა რაღაც ფორმით ითანამშრომლოს ჩვენთან.
მაჟორიტარული სისტემით მეორე ტურში ყველა საარჩევნო ოლქში გაიმარჯვებს ან „ქართული ოცნების“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი. ეს რომ არ მოხდეს არასაპარლამენტო ოპოზიციებმა უნდა წარვადგინოთ საერთო კანდიდატი.გაერთიანება არ მოხდება არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც სხვა კოალიციის დაშლის შედეგად წარმოქმნილ ნაწილებთან.მაგალითად რესპუბლიკურ პარტიასთან. ეს იქნება ამომრჩევლის მოტყუება.
ხალხი გამოვა სახლიდან არჩევნებისთვის მხოლოდ მაშინ, თუ რეალური იქნება შანსი და გამართლდება „არც ქოცი არც ნაცი“.აშკარაა,რომ პირველი ადგილი აქვს „ქართულ ოცნებას“ და მეორე ადგილი „ნაციონალურ მოძრაობას“. თუ ხალხი დარწმუნდება, რომ მათ არჩევნებზე მისვლას აქვს აზრი, რეალობა შეიცვლება.“
კახა კუკავამ ისაუბრა ასევე ახალი პოლიტიკური ფიგურის, პაატა ბურჭულაძის კანდიდატურაზე.
„მე მხარი დავუჭირე პაატა ბურჭულაძეს საპრეზიდენტო კანდიდატურას 2013 წელს. დღევანდელი მოლოდინები მის მიმართ გადაჭარბებულია. ის არ პასუხობს ამომრჩევლის მთავარ მოთხოვნას, ხელისუფლების ცვლილებას.ცოტა „წყალწყალა“ კამპანია აქვს.“
მანანა ღოღობერიძე