C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანება, რომელსაც ცნობილი ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უდგას სათავეში ამ დაავადების მქონე პაციენტთა და მათი ოჯახის წევრების დახმარებასა და ინფორმირებას ისახავს მიზნად.
ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც დიდ ბრიტანეთში მოღვაწეობს ამჯერად საქართველოშია და კვირას 28 ივლისს C ჰეპატიტის საერთაშორისო დღეს სპეციალურ გადაცემას აკეთებს.
“ პროექტი ერთდროულად სამ არხზე: იმედზე, მე-9 არხსა და მაესტრო 24 -ზე გავა.
მთავარი სტუმრები კი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნებიან.
ჟურნალისტმა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის თანამშრომლებს სპეციალური ტრენინგი ჩაუტარა და C ჰეპატიტთან ბრძოლის კუთხით მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის გამოცდილება გაუზიარა.
25.07.13