საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართაუნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს კომისართან გიულა ბუდაისთან, რომელიცსაქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურიკავშირების გაძლიერების პერსპექტივებს. დაფიქსირდა საერთო ინტერესის მქონე პროექტებისგანხორციელების სურვილი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ „ინვესტიციების წახალისებისა დაურთიერთდაცვის“ შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები მიმდინარე წლის მაისის ბოლომდედასრულდება და შეთანხმებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აღინიშნა, რომ შეთანხმებისგაფორმება შექმნის მნიშვნელოვან სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც წაახალისებს ორმხრივიინვესტიციებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
გარდა ეკონომიკური ურთიერთობებისა, ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ევროპულიინტეგრაციის პროცესსა და ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე. გიულა ბუდაიმ კიდევ ერთხელდაადასტურა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლისშესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღების თაობაზე.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა გიულა ბუდაის უნგრეთის მხარდაჭერისა და საქართველოს მიერგატარებული რეფორმების სათანადოდ დაფასებისათვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენაქტიურ მუშაობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიზნით.