13 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
7 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
7 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
7 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და ექსპერტებს შორის შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრიდან გამოსულმა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავამ განუცხადა.

ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობს საბიუჯეტო, საინვესტიციო პოლიტიკის და ინსტიტუციური რეფორმის კოორდინაციის შესახებ.
ამასთან, როგორც ლადო პაპავამ აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.

პაპავას განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა იყოს, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე საგარეო ურთიერთობისთვის, რათა უცხოელმა ინვესტორებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაფიოდ წარმოიდგინონ განვითარების ძირითადი მიმართულება.

ექსპერტის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი საზოგადოებას შემოდგომაზე წარედგინება.

ლადო პაპავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია მთავრობასა და ეკომონომისტებს შორის კონტაქტი მუდმივ რეჟიმში არსებობდეს.

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ეკონომიკის ექსპტერებთან პრემიერის რეზიდენციაში დაახლოებით ორი საათია რაც მიმდინარეობს.

25.07.13

Please follow and like us: