საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა და საქართველო–ბულგარეთის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ დანიელ მიტოვისა დაევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილის, გაბრიელა ბატაინი-დრაგონის შეხვედრაზე.
მხარეებმა ისაუბრეს ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ( 2016-2019წწ) შესახებ, რომელიც მიზნადისახავს საქართველოს მხარდაჭერას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა დაპრეცედენტული სამართლის ეროვნულ დონეზე გატარებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისსაქმიანობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.
ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივებს და ბულგარეთის, როგორც ევროპისსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, რეგიონულიუსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთისრესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულიმთლიანობისადმი და წარმატება უსურვა ქართულ მხარეს ევროპულ და ევროატლანტიკურსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.