გუშინ ეგვიპტის სამხედროებმა, ქალაქ ლუქსორში ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის დაცვა დაიწყეს, მათ შორის ისტორიული ძეგლების და სასტუმროების.
ეს გადაწყდა მას შემდეგ, როგორც კი ყოფილი პრეზიდენტის მუჰამედ მურსის მომხრე დემონსტრანტებმა საერთაშორისო აეროპორტის შენობაში შეჭრა სცადეს.
პოლიციის თქით, მომიტინგეთა ჯგუფი ცდილობდა აეროპორტის შენობაში შეჭრას, ეს ფაქტი, დღეს გვიან ღამით დაფიქსირდა. აეროპორტის დაცვის სამსახურმა მოახერხა თავდამსხმელების მოგერიება, რის შემდეგაც სამხედრო ძალები გამოიძახეს.
ქალაქის ხელისუფლება ირწმუნება, რომ სიტუაცია ქალაქში, სადაც ტრადიციულად ბევრი უცხოელი ტურისტი იმყოფება, ახლა მთლიანად კონტროლირებადია.
მომავალ პარასკევს ეგვიპტეში მასობრივი საპროტესტო აქცია არმიის და პოლიციის მხარდასაჭერად კვლავ გაიმართებ, ასევე “სამხედრო გადატრიალების” გაპროტესტების აქციაც იგეგმება. ბოლო რამდნეიმე კვირის განმავლობაში, ჩატარებული აქციების შედეგად ძალადობამ ქალაქში იმატა და დემონსტრაციები სისხლისღვრითაც კი მთავრდებოდა.
25.07.13
ბელა არუთინოვი
26.07.13