10 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესაღსანიშნავად, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დუბლინის მერიისისტორიულ შენობაში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს შესახებ ფოტოგამოფენა, სახელწოდებით„Welcome to Georgia“.
გამოფენის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ირლანდიაშისაქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის ლორდ–მერის მოადგილემ გაი ფაგანმა. ასევე, ღონისძიებაზე ქართული ხალხური სიმღერები შეასრულადუბლინში მოქმედმა ბავშვთა სიმღერის ანსამბლმა „Mixed Melodies”.
ფოტოგამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ირლანდიის მთავრობის, ბიზნესისა და მედიის, ასევე,ქართული დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ფოტოგამოფენა ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და დუბლინის ქალაქისსაბჭოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მასზე წარმოდგენილია საქართველოს მრავალფეროვანიბუნების, უნიკალური კულტურის, არქიტექტურის, სხვადასხვა ქალაქებისა დაღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოსურათები. გამოფენის მთავარ მიზანს ირლანდიაშისაქართველოს წარმოჩენა და ირლანდიელი ვიზიტორების საქართველოს ტურისტულიშესაძლებლობებით დაინტერესება წარმოადგენს.
ფოტოგამოფენა მაისისა და ივნისის განმავლობაში დუბლინში მდებარე სხვადასხვა საგამოფენოსივრცეებში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ფოტოგამოფენაზე შესვლა თავისუფალია ნებისმიერიმსურველისთვის.